"ეს დამშვიდობება არაა, კიდევ შეხვდებით..." - გიორგი ქოჩორაშვილი "ლევანტეს" ემშვიდობება

ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა "ლევანტეს" მაისურით ბოლო მატჩი ჩაატარა."ეიბართან" შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქოჩორამ ვალენსიური კლუბის გულშემატკივრებს მიმართა:"პირველ რიგში, მინდა, მადლობა ჩემს თანაგუნდელებს გადავუხადო, რადგან ვარჯიშებისას, მათ ჩემი ვარდნები აიტანეს. მადლობას ვუხდი მთავარ მწვრთნელსა და სამწვრთნელო შტაბის წევრებს, რომლებიც ბოლო მომენტამდე ჩემ გვერდით იყვნენ. მადლობა ჩემს ოჯახს, რომლის გარეშეც ეს შეუძლებელი იქნებოდა. მადლობა ყველა ადამიანს, რომლებიც "ლევანტეში" მუშაობენ. აქ 19 წლის მოვედი. ბიჭი ვიყავი, როდესაც გუნდში შემოვაბიჯე და ლევანტეს კაცი ვტოვებ. უღრმესი მადლობა. თქვენ გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა. ეს დამშვიდობება არაა, კიდევ შეხვდებით" - განაცხადა ფეხბურთელმა.შეგახსენებთ, რომ გიორგი მომავალი სეზონიდან ერთ-ერთ გამორჩეულ პორტუგალიურ გუნდში, ლისაბონის "სპორტინგში" ითამაშებს.

ივნ. 2, 2025 - 22:57
 0
"ეს დამშვიდობება არაა, კიდევ შეხვდებით..." - გიორგი ქოჩორაშვილი "ლევანტეს" ემშვიდობება
ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა "ლევანტეს" მაისურით ბოლო მატჩი ჩაატარა.

"ეიბართან" შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქოჩორამ ვალენსიური კლუბის გულშემატკივრებს მიმართა:

"პირველ რიგში, მინდა, მადლობა ჩემს თანაგუნდელებს გადავუხადო, რადგან ვარჯიშებისას, მათ ჩემი ვარდნები აიტანეს. მადლობას ვუხდი მთავარ მწვრთნელსა და სამწვრთნელო შტაბის წევრებს, რომლებიც ბოლო მომენტამდე ჩემ გვერდით იყვნენ. მადლობა ჩემს ოჯახს, რომლის გარეშეც ეს შეუძლებელი იქნებოდა. მადლობა ყველა ადამიანს, რომლებიც "ლევანტეში" მუშაობენ. აქ 19 წლის მოვედი. ბიჭი ვიყავი, როდესაც გუნდში შემოვაბიჯე და ლევანტეს კაცი ვტოვებ. უღრმესი მადლობა. თქვენ გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა. ეს დამშვიდობება არაა, კიდევ შეხვდებით" - განაცხადა ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მომავალი სეზონიდან ერთ-ერთ გამორჩეულ პორტუგალიურ გუნდში, ლისაბონის "სპორტინგში" ითამაშებს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow