„ეს მდგომარეობა შეიძლება გარკვეული პერიოდი შენარჩუნდეს, თუმცა შემდეგ კვარტალებში ბიზნესებს მაინც მოუწევთ აქცისზე გადასახადის გადახდა“ – რატომ შემცირდა აქციზიდან მიღებული შემოსავალი?
„ეს მდგომარეობა შეიძლება გარკვეული პერიოდი შენარჩუნდეს, თუმცა შემდეგ კვარტალებში ბიზნესებს მაინც მოუწევთ აქცისზე გადასახადის გადახდა“ – რატომ შემცირდა აქციზიდან მიღებული შემოსავალი? საქართველოს ბიუჯეტში აქციზიდან მიღებული შემოსავალი 48.453 მლნ ლარით, დაახლოებით 6.5%-ით შემცირდა. 2025 წლის იანვარ-აპრილში ხაზინაში აქციზიდან 699 459 604 ლარი მობილიზდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი ბიუჯეტმა ამ მუხლიდან ბიუჯეტმა 747 912 999 ლარის […]


„ეს მდგომარეობა შეიძლება გარკვეული პერიოდი შენარჩუნდეს, თუმცა შემდეგ კვარტალებში ბიზნესებს მაინც მოუწევთ აქცისზე გადასახადის გადახდა“ – რატომ შემცირდა აქციზიდან მიღებული შემოსავალი?
საქართველოს ბიუჯეტში აქციზიდან მიღებული შემოსავალი 48.453 მლნ ლარით, დაახლოებით 6.5%-ით შემცირდა. 2025 წლის იანვარ-აპრილში ხაზინაში აქციზიდან 699 459 604 ლარი მობილიზდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი ბიუჯეტმა ამ მუხლიდან ბიუჯეტმა 747 912 999 ლარის შემოსავალი მიიღო. რამ განაპირობა აქციზიდან მიღებული შემოსავლის შემცირება? კითხვით ,,კომერსანტმა” ეკონომისტს რამაზ გერლიანს მიმართა. მისი შეფასებით, ეს აქციზზე გადასახადის მატებას უკავშირდება. რამაზ გერლიანი განმარტავს, რომ აქციზზე ფასი მატების შემთხვევაში ბიზნესი ყოველთვის იჭერს თადარიგს და აქციზურ მარკებს წინასწარ იღებს.
,,აქციზის გადასახადის გამკაცრება ყოველთვის იწვევს მისი აკრეფის მაჩვენებლის შემცირებას. მე ვფიქრობ, რომ ძირითადად ამასთან გვაქვს ამ შემთხვევაში საქმე, ვინაიდან ბოლო პერიოდში ხდებოდა აქციზის ნაწილის ზრდა. შესაბამისად, მისი დაზღვევის მიზნის (რადგან მერე ის ძვირდება) აქციზური მარკების წინსწრებით აღება შეიძლება. იგივე განმეორდა თავის დროზე, (დიდი ხნის წინ) როდესაც ლუდზე ხდებოდა აქციზის გაზრდა. სანამ გაიზრდებოდა ფასი უცებ ბევრი შეიძინეს აქციზური მარკები. შემდგომ, გარკვეული პერიოდი აიღეს პაუზა. ახლაც დაანონსებულია აქციზის მიმართულებით ტარიფის, გადასახადის გაზრდა და შესაბამისად, აქედან გამომდინარეობს ეს შედეგი, რომ აკუმულირებული თანხები ჩამორჩება წინა პერიოდს. ეს მდგომარეობა შეიძლება გარკვეული პერიოდი შენარჩუნდეს, თუმცა შემდეგ კვარტალებში ბიზნესებს მაინც მოუწევთ აქცისზე გადასახადის გადახდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ თავის თავად მაინც მოუწევთ შემოსავლების დაფიქსირება.’’- განმარტავს რამაზ გერლიანი.
იანვარ-აპრილში ბიუჯეტში განსაკუთრებული კლება შეეხო ადგილობრივი წარმოების პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავლებს. შარშან ხაზინამ აქედან 55 818 142 ლარის შემოსავალი მიიღო, წელს კი 18 005 777 ლარი. კლება 37.812 მლნ ლარია. აღნიშნულ ფაქტს რამაზ გერლიანი ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობით ხსნის.
,,ბიზნესი და საზოგადოება ხშირად აღნიშნავდა, რომ ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება, თუმცა ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლები სხვა რამეს გვეუბნებოდნენ. ამ შემთხვევაში გვაქვს ასეთი მდგომარეობა, როდესაც ადგილობრივ დონეზე აქტიურობა მცირდება და ეს აისახა გადასახადებზეც. როდესაც, მიმდინარე წელს გადასახადში გვქონდა ჩავარდნა, როგორც დღგ-ში, ასევე მოგების ნაწილში, ეს წინსწრები ინდიკატორია, რომ ქვეყნის შიგნით წარმოების ნაწილში გაქვს პრობლემა და მომავალში ეს პრობლემა თავს იჩენს. ადგილობრივი აქტივობა არის ზოგადად შემცირებული, რაც არასრული ეკონომიკური თავისუფლების დამსახურებაა.’’- აცხადებს რამაზ გერლიანი.
ეკონომისტის შეფასებით ბიუჯეტში შემოსავლების კლება ტენდენციის სახეს მიიღებს, თუ ვითარება არ შეიცვალა. რამაზ გერლიანი ამბობს, რომ ამაზე გავლენას ახდენს პოლიტიკური ფონიც და საერთაშორისო დონეზე გაკეთებული განცხადებებიც.
,,თუ ვითარება არ შეიცვალა, მათ შორის, არ გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით ეს მდგომარეობა შეიძლება ტენდენციად იქცეს და გაუარესებისკენ წავიდეს. მათ შორის მოქმედებს პოლიტიკური ფონიც და საერთაშორისო დონის განცხადებებიც. რის გამოც ხდება პოლიტიკური სუბიექტების სანქცირება. რის შედეგადაც უკვე ბიზნესიც ფიქრობს, რომ უკვე შესაძლოა რაღაც პრობლემები შეიქმნას. ასეთ დროს ბიზნესი უფრო დაკვირვების რეჟიმში გადადის. შესაბამისად აქტივების შემცირების ერთ-ერთი მიზეზი ეს არის.’’- აცხადებს ეკონომისტი.
What's Your Reaction?






