“ეს მხოლოდ ლილუაშვილმა შესძლო” – რა “აჭამა” სუსის ყოფილმა შეფმა ოცნებას და რატომ ნატრობენ ქოცები მის ადგილას ყოფნას? – მუხიგულაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი მუხიგულაშვილი: ბოლო დროინდელ საკადრო გადაადგილებებზე ატყდა აჟიოტაჟი, ზოგმა რა თქვა, ზოგმაც – რა და რეალობა კი ასეთია: ლილუაშვილი არაა ის ფიგურა ვინმემ დასვას ამა თუ იმ თანამდებობებზე, მან კარიერაში ყოველ ნაბიჯს თავისი მოხერხებით მიაღწია (ვანელი კაცია ბოლო–ბოლო). ბოლო წლებში მუშაობდა საკმაოდ მსუყე თანამდებობებზე და როგორც დღევანდელი ხელისუფლების სხვა წევრებს, მასაც, ამა თუ […] The post “ეს მხოლოდ ლილუაშვილმა შესძლო” – რა “აჭამა” სუსის ყოფილმა შეფმა ოცნებას და რატომ ნატრობენ ქოცები მის ადგილას ყოფნას? – მუხიგულაშვილი appeared first on .

აპრ. 11, 2025 - 21:57
 0
“ეს მხოლოდ ლილუაშვილმა შესძლო” – რა “აჭამა” სუსის ყოფილმა შეფმა ოცნებას და რატომ ნატრობენ ქოცები მის ადგილას ყოფნას? – მუხიგულაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი მუხიგულაშვილი:

ბოლო დროინდელ საკადრო გადაადგილებებზე ატყდა აჟიოტაჟი, ზოგმა რა თქვა, ზოგმაც – რა და რეალობა კი ასეთია:

ლილუაშვილი არაა ის ფიგურა ვინმემ დასვას ამა თუ იმ თანამდებობებზე, მან კარიერაში ყოველ ნაბიჯს თავისი მოხერხებით მიაღწია (ვანელი კაცია ბოლო–ბოლო).

ბოლო წლებში მუშაობდა საკმაოდ მსუყე თანამდებობებზე და როგორც დღევანდელი ხელისუფლების სხვა წევრებს, მასაც, ამა თუ იმ გზით გაუჩნდებოდა დიდძალი ქონება – ამაზე, იმედია, არ ვიდავებთ. მის სახელზე, სხვის სახელზე – მაგაზე დავას კიდევ აზრი არ აქვს ამ შემთხვევაში. საითაც გაიხედავ, ყველა ჩინოვნიკი და მისი ოჯახი, იმაზე 100–ჯერ და ზოგჯერ ათასჯერ მეტი ქონების მფლობელნი ხდებიან, ვიდრე ხელფასი მისცემდა ამის საშუალებას, თუ ვინმე თვლის, რომ ლილუაშვილი იქნებოდა გამონაკლისი, ნეტარ არს. 

ჰოი, საოცრებავ, დიდი ხნის განმავლობაში ლილუაშვილს არავინ ახსენებდა, – არც შავად არც თეთრად და არც თავად სანქციებში! არადა, ამ უკანონო ჯარიმების და უკანონო დაკავებების უკან, სუსის ბაზა ხომ არ დგას, შემთხვევით? ხან ვის და ხან ვის ფოტოს აქვეყნებდნენ, მოდის აქციაზე, და აქციის მონაწილეებს სურათს გვიღებსო. სად მიდიოდა ის სურათი და ვის ბაზაში მოწმდებოდა, თქვენი აზრით?

მოკლედ, დიდი მისახვედრი აღარ უნდა იყოს, წესით, რომ ბატონი გრიგოლი თავის გადასარჩენად დიდ ენერგიას ხარჯავდა. ჩართო ბატონმა ლილუაშვილმა თავისი მთავარი კოზირი – “მოხერხება ” და გუნდი დაარწმუნა, რომ მოდუნდა, რომ აი, ვადაც გაუვიდა და ის უნდა შეცვლილიყო. თან ეს ისე გააკეთა, თითქოს მისი მოფიქრებული კი არ იყო, არამედ – აგერ, ამწამს კობახიძემ მოიფიქრა. გუნდმაც ბრიყვულად “ჭამა” და აი, აქ შესრულდა ბატონი ლილუაშვილის ჩანაფიქრი – ალილუია, გადააყენეს.

გადააყენეს ისე, რომ კაციშვილი მომჩივარი არ ჰყავს, თან დაჩაგრული, გუნდისგან გარიყული წავა ახლა და მშვიდად მიხედავს თავის ნაშოვნ ფულს და ქონებას.

აბა, ახლა ბიძინას ოინებში შეყოფდა თავს და ამდენი წლის ნაგროვ–ნაშოვნ ფულს წყალს გაატანდა?

ხოდა, რისი თქმა მინდა ამით (ვანელი კაცის მოხერხება მინიმუმ სხვისთვის მაგალითი უნდა იყოს) და გვიან, მაგრამ უკვე ბევრი ქოცი ნატრობს დღეს ლილუაშვილის ადგილას ყოფნას.

ბიძინას დაეხსნა ესე იოლად და თან შეინარჩუნო ქონება, + ქუჩებში გადაადგილდე უსაფრთხოდ – ეს მხოლოდ ლილუაშვილმა შეძლო.

The post “ეს მხოლოდ ლილუაშვილმა შესძლო” – რა “აჭამა” სუსის ყოფილმა შეფმა ოცნებას და რატომ ნატრობენ ქოცები მის ადგილას ყოფნას? – მუხიგულაშვილი appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow