"ეს რომ გაიგეს, თეატრიდან გამომიშვეს" - რატომ დაითხოვეს სამსახურიდან თედო ბექაური
მსახიობი და პროექტ “ცეკვავენ ვარსკვლავების” გამარჯვებული, თედო ბექაური, “ფორტუნასთან”საუბრობს თუ რატომ გამოუშვეს თეატრიდან.“რუსთაველის თეატრის პატარა სცენაზე ვითამაშე სპეკტაკლი, ერთ-ერთმა რეჟისორმა დისერტაცია დაიცვა და სპეკტაკლი დადგა, ეს რომ გაიგეს, მცხეთის დრამატული თეატრიდან გამომიშვეს.ეგონათ, რომ იქაც ხელფასზე ვიყავი, თეატრის ხელმძღვანელმა დამირეკა, იქ რომ მთავარ როლს თამაშობ, ჩვენთანაც უნდა ითამაშოო.მომეცით და ვითამაშებ მეთქი, ვუპასუხე. ხვეწნას ნამდვილად ვერ დავუწყებდი როლებზე. მცხეთაში წასვლა-წამოსვლაში მთელი ხელფასი გზაში მეხარჯებოდა.”- ამბობს თედო ბექაური “ფორტუნასთან”

“რუსთაველის თეატრის პატარა სცენაზე ვითამაშე სპეკტაკლი, ერთ-ერთმა რეჟისორმა დისერტაცია დაიცვა და სპეკტაკლი დადგა, ეს რომ გაიგეს, მცხეთის დრამატული თეატრიდან გამომიშვეს.
ეგონათ, რომ იქაც ხელფასზე ვიყავი, თეატრის ხელმძღვანელმა დამირეკა, იქ რომ მთავარ როლს თამაშობ, ჩვენთანაც უნდა ითამაშოო.
მომეცით და ვითამაშებ მეთქი, ვუპასუხე. ხვეწნას ნამდვილად ვერ დავუწყებდი როლებზე. მცხეთაში წასვლა-წამოსვლაში მთელი ხელფასი გზაში მეხარჯებოდა.”- ამბობს თედო ბექაური “ფორტუნასთან”
What's Your Reaction?






