,, ეს საყვედური არ ეკუთვნის მხოლოდ ქართველ ექიმებს, ეკუთვნის ყველას და მინდა ხმამაღლა ვიყვირო, ვიღრიალო – გაჩერდით!“ – ნუგზარ სულაშვილი

საფრანგეთში მცხოვრები მწერალი, AFG-ს  გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ სულაშვილი: ,,დარჩით ადამიანებად ბოლომდე! ახლა დავასრულე საუბარი ონკო-პაციენტთან რომელსაც უთხრეს, რომ რამდენიმე თვის სიცოცხლე დარჩა… მივხვდი თუ რამდენად ბანალური იყო ჩემგან ნათქვამი ყოველი სიტყვა მისთვის… მესმის, ვინმესთვის ეს შეიძლება იყოს მხოლოდ დიაგნოზი. ვიღაცისთვის კი — ეს არის ცხოვრება, რომელიც ჯერ კიდევ მიდის, რომელსაც სჭირდება იმედი, სწრაფვა […] The post ,, ეს საყვედური არ ეკუთვნის მხოლოდ ქართველ ექიმებს, ეკუთვნის ყველას და მინდა ხმამაღლა ვიყვირო, ვიღრიალო – გაჩერდით!“ – ნუგზარ სულაშვილი appeared first on .

აგვ. 13, 2025 - 04:27
 0
,, ეს საყვედური არ ეკუთვნის მხოლოდ ქართველ ექიმებს, ეკუთვნის ყველას და მინდა ხმამაღლა ვიყვირო, ვიღრიალო – გაჩერდით!“ – ნუგზარ სულაშვილი

საფრანგეთში მცხოვრები მწერალი, AFG-ს  გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ სულაშვილი:

,,დარჩით ადამიანებად ბოლომდე!

ახლა დავასრულე საუბარი ონკო-პაციენტთან რომელსაც უთხრეს, რომ რამდენიმე თვის სიცოცხლე დარჩა…
მივხვდი თუ რამდენად ბანალური იყო ჩემგან ნათქვამი ყოველი სიტყვა მისთვის…

მესმის, ვინმესთვის ეს შეიძლება იყოს მხოლოდ დიაგნოზი.
ვიღაცისთვის კი — ეს არის ცხოვრება, რომელიც ჯერ კიდევ მიდის, რომელსაც სჭირდება იმედი, სწრაფვა მიზნისკენ და სურვილები სიკეთის ქმნის…

ამ დროს ექიმი გეუბნება, რამდენი წელი, თვე ან დღე დაგრჩა, ამ ქვეყნად ყოფნის…
ეს არ არის ინფორმაცია ! — ეს არის განაჩენი.
ეს არის წამი, როცა დრო იწყებს უკუღმა დათვლას,
და ყოველი წუთი ხდება ტვირთი, არა ღვთისგან ნაბოძები საჩუქარი…

პაციენტი არ არის სტატისტიკა…
არც პროცენტი, რომელიც უნდა ჩაჯდეს გრაფიკში.
ის ადამიანია, რომელსაც აქვს გრძნობები, ურთიერთობები, მიზნები —
და უფლება, რომ **არ იცოდეს**, როდის დასრულდება ყველაფერი!

როდესაც ებნებით, რომ “მეტი შანსი აღარ არის”,
ის კარგავს არა მხოლოდ იმედს —
კარგავს სიმშვიდეს, ძალას, იმუნიტეტს და ეს არ არის დაავადების ბრალი —
ეს ხდება იმ სიტყვების სროლით, რომლებიც არ უნდა თქმულიყო ასე. არ უნდა ქცეულიყო ტყვიად…

მე არ ვითხოვ თქვათ ტყუილი…
მე ვითხოვ **სიფრთხილეს**, **თანაგრძნობას**, **ადამიანურობას**…
ვითხოვ, რომ ექიმმა თქვას:
“ჩვენ არ ვიცით ზუსტად, მაგრამ შენთან ვართ.”
“ჩვენ გვაქვს შანსი”
“ჩვენ ვიბრძოლებთ.”
“შენ ხარ მნიშვნელოვანი, რაც არ უნდა მოხდეს.”
“შენ არ ხარ სტატისტიკა”…

ეს წერილი არ არის პროტესტი —
ეს არის **მუდარა**, რომ ადამიანებს არ წაართვან ის, რაც ყველაზე ძვირფასია:
სიცოცხლის გრძნობა, სანამ სიცოცხლე ჯერ კიდევ დარჩა, თუნდაც ერთი წუთი…

გთხოვთ, დაიმახსოვრეთ:
სიტყვებს აქვთ ძალა.
და როცა ისინი სწორად ითქმება,
შეიძლება გადაარჩინოთ არა მხოლოდ სხეული —
არამედ სული…
კიბოს ყველაზე საუკეთესო მკურნალი საკუთარი იმუნიტეტია და თუ თქვენ ასეთი სტრესის ფონზე მას გაუნადგურებთ ის უსათუოდ მოკვდება… მას მოკლავს არაადამიანური მიდგომა, დიაგნოზი და არა მეტასტაზებიანი კიბო…

20 წელზე მეტია ვეხმარები ონკოლოგიურ ავადმყოფებს. უამრავი ისტორია დევს ჩემს გონებაში. ათასობით ავადმყოფს, რომელსაც დღეების სიცოცხლე უწინასწარმეტყველეს ორი ათეული წლის მერეც აგრძელებს ცხოვრებას, მაგრამ დიდმა ნაწილმა ვერ გაუძლო არა კიბოს – არამედ დიაგნოზს და წინასწარ დათვლილმა სიცოცხლის დრომ…

არა ეს საყვედური არ ეკუთვნის მხოლოდ ქართველ ექიმებს, ეკუთვნის ყველას და მინდა ხმამაღლა ვიყვირო, ვიღრიალო – გაჩერდით!“

The post ,, ეს საყვედური არ ეკუთვნის მხოლოდ ქართველ ექიმებს, ეკუთვნის ყველას და მინდა ხმამაღლა ვიყვირო, ვიღრიალო – გაჩერდით!“ – ნუგზარ სულაშვილი appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow