“ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვან” – იტალიელმა ჟურნალისტმა დონარუმაზე ისაუბრა
იტალიელმა ჟურნალისტმა ჩირო ვენერატომ პსჟ-ს კარის დარაჯის, ჯანლუიჯი დონარუმას შესახებ ისაუბრა. მოგეხსენებათ, პარიზულ გუნდში იტალიელი მეკარის დღეები დათვლილია. რამდენიმე დღის წინ პსჟ-მ ლუკა შევალიეს ტრანსფერიც გააოფიციალურა და მომდევნო სეზონში “პარი სენ ჟერმენის” პირველი მეკარე სწორედ ახალგაზრდა ფრანგი იქნება. ვენერატოს აზრით, ამ სიტუაციით პრემიერლიგის კლუბებმა უნდა ისარგებლონ. “გალათასარაი” და “მანჩესტერ სიტი” ედერსონის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ, თუ […]


იტალიელმა ჟურნალისტმა ჩირო ვენერატომ პსჟ-ს კარის დარაჯის, ჯანლუიჯი დონარუმას შესახებ ისაუბრა.
მოგეხსენებათ, პარიზულ გუნდში იტალიელი მეკარის დღეები დათვლილია. რამდენიმე დღის წინ პსჟ-მ ლუკა შევალიეს ტრანსფერიც გააოფიციალურა და მომდევნო სეზონში “პარი სენ ჟერმენის” პირველი მეკარე სწორედ ახალგაზრდა ფრანგი იქნება.
ვენერატოს აზრით, ამ სიტუაციით პრემიერლიგის კლუბებმა უნდა ისარგებლონ.
“გალათასარაი” და “მანჩესტერ სიტი” ედერსონის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ, თუ შეთანხმება შედგება, “სიტისთვის” დონარუმა იდეალური ვარიანტი იქნება, ასევე ჯიჯის მეორე მანჩესტერ კლუბში, “იუნაიტედში” წასვლაც შეუძლია, მაგრამ “წითელმა ეშმაკებმა” ჯერ ონანა უნდა გაყიდონ.
არ ვფიქრობ, რომ იტალიურ კლუბებს მისი ყიდვის შანსი აქვთ. მართალია პსჟ დონარუმას 25-30 მილიონ ევროდ შეელევა, მაგრამ პრობლემა ფეხბურთელის სახელფასო მოთხოვნები და აგენტის საკომისიოა, შეგახსენებთ, რომ პსჟ-ს რამდენიმე თვის წინ ანაზღაურების სახით ყოველწლიურად 15 მილიონი ევრო და ბონუსები მოსთხოვა.
გახდება თუ არა ჯიჯი მომდევნო სეზონში თავისუფალი აგენტი? ეს შესაძლებელია, მაგრამ ალბათ, პსჟ სწორად იმუშავებს და მის სანაცვლოდ გარკვეულ თანხას მიიღებს”, – განაცხხადა ვენერატომ.
შეგახსენებთ, დონარუმა და პსჟ ახალ კონტრაქტზე ვერ შეთანხმდნენ, იტალიელს ფრანგულ კლუბთან მიმდინარე ხელშეკრულება სეზონის ბოლოს ეწურება.
კონტემ “ნაპოლის” ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა – პირობები ცნობილია
ვინ იქნება პსჟ-ს პირველი მეკარე? – ლუის ენრიკემ გადაწყვეტილება მიიღო
პსჟ-ს დონარუმას გაყიდვა სურს – ფასი ცნობილია
“ტოტენჰემთან” მატჩის წინ პსჟ-მ მძიმე დანაკლისი განიცადა
შევალიე უკვე პარიზშია – სად მიდის დონარუმა?
“კვარაცხელიას კლასის შესაბამისი კონტრაქტი უნდა გაუფორმონ, მერეტს “ტოტენჰემი” ეპატიჟება” – იტალიელი ჟურნალისტი
“ეს ჩემი კარიერის უდიდესი შეცდომაა” – “ინტერის” დირექტორმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
“გალათასარაიმ” მატვეი საფონოვის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
დონარუმამ კარიერის პრემიერლიგის გუნდში გაგრძელება გადაწყვიტა
What's Your Reaction?






