ლუის დიასმა გუშინდელ დებიუტში ლიონის წინააღმდეგ პენალტი მოიპოვა და ზოგადადაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა, რის შემდეგაც კოლუმბიელმა პირველი ფიქრები გაგვიზიარა:
ჩემი პირველი შთაბეჭდილება არის საოცარი. ძალიან ბედნიერი ვარ და პირველი დღეები ძალიან მომეწონა. ახლა ცოტა მეტი დრო მჭირდება, რომ გუნდთან ინტეგრირება შევძლო, შემდეგ კი მათ უფრო მეტად დავეხმარები.
როგორც პირველ დღეს ვთქვი, მინდა, რომ ჩემს გუნდს ჩემივე თამაშით, გოლებით, ასისტებით დავეხმარო და ყველა შესაძლო ტიტული მოვიგო. მწვრთნელმა სულ რომ სკამზე დამსვას, მე მაინც მზად ვიქნები, რომ მოედანზე ნებისმიერ წამს შევიდე და გუნდს დავეხმარო. იმედი მაქვს, რომ წინ წარმატებული სეზონი გველოდება.
- თქვა დიასმა.