„ექსპერტიზის პასუხები ცნობილია… ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა, არ ვთვლი, რომ ეს საქმე დავხურე“ – ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი
5 მაისს, ახალციხეში, კერძო საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედა, „პალიტრავიდეოსთან“ პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ ექსპერტიზის პასუხში წერია, რომ ბავშვის გარდაცვალება სუნთქვის მწვავე უკმარისობამ გამოიწვია. როგორც დაჩის დედა ამბობს, მისი შვილი სრულიად ჯანმრთელი იყო და არანაირი ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონია. „ექსპერტიზის პასუხები ცნობილია. პასუხების მიხედვით, იყო სუნთქვის მწვავე უკმარისობა. სრულიად ჯანმრთელი ბავშვი … „ექსპერტიზის პასუხები ცნობილია… ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა, არ ვთვლი, რომ ეს საქმე დავხურე“ – ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი Read More » The post „ექსპერტიზის პასუხები ცნობილია… ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა, არ ვთვლი, რომ ეს საქმე დავხურე“ – ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი appeared first on elNews.ge.

5 მაისს, ახალციხეში, კერძო საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედა, „პალიტრავიდეოსთან“ პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ ექსპერტიზის პასუხში წერია, რომ ბავშვის გარდაცვალება სუნთქვის მწვავე უკმარისობამ გამოიწვია.
როგორც დაჩის დედა ამბობს, მისი შვილი სრულიად ჯანმრთელი იყო და არანაირი ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონია.
„ექსპერტიზის პასუხები ცნობილია. პასუხების მიხედვით, იყო სუნთქვის მწვავე უკმარისობა. სრულიად ჯანმრთელი ბავშვი გავუშვი ბაღში. ჩვეულებრივი დღე იყო, დაჩი არ ყოფილა ცუდად. მე და ჩემმა მეუღლემ წავიყვანეთ ბავშვი ბაღში და წამოვედით სამსახურში, საღამოს საათებში მაცნობეს, რომ ბავშვი დაღუპულია. სანამ სიმართლე არ გაირკვევა, არ გავჩერდები. არ ვთვლი, რომ ეს საქმე დავხურე, ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა. ვინც მიცნობს, იცის როგორი დედა ვიყავი. მე არ ვჩერდები და სიცოცხლის ბოლო წუთამდე ვიბრძოლებ, რომ გავიგო ჩემს შვილს, ჩემს სრულიად ჯანმრთელ ბავშვს რა დაემართა“ – ჰყვება დაღუპული ბავშვის დედა.
ცნობისთვის, ტრაგედია ახალციხეში 5 მაისს მოხდა. კერძო ბაგა-ბაღში მიყვანიდან რამდენიმე საათში ორი წლის ბავშვი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვს ეძინა, როდესაც აღმზრდელმა დახედა და გარდაცვლილი დახვდა. ბავშვს გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნებოდა. ფაქტზე გამოძიება სსკ 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
The post „ექსპერტიზის პასუხები ცნობილია… ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა, არ ვთვლი, რომ ეს საქმე დავხურე“ – ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი appeared first on elNews.ge.
What's Your Reaction?






