ე.წ. ვაგზლის ბაზრობის მენეჯერი – ენით აღუწერელი ზარალი გვაქვს – ყველას: იქნება ეს თბილისის მერია, ბიზნესმენი თუ სხვა, მივმართავ თხოვნით, დამეხმარონ, რომ რაღაც ფონდი შევქმნათ ან ტერიტორია მოგვცენ, რომ ეს ხალხი დავაკმაყოფილოთ

ყველას მივმართავ თხოვნით, რომ ვისაც შეუძლია, ეს იქნება თბილისის მერია, ბიზნესმენი, თუ ვინმეს კეთილი ნება, დამეხმაროს, რომ რაღაც ფონდი შევქმნათ ან რაღაც ტერიტორია მოგვცეს, რომ ეს ხალხი დავაკმაყოფილოთ, – ამის შესახებ ე.წ. ვაგზლის ბაზრობის მენეჯერმა, მზია ბუჩუაძემ განაცხადა. მისივე თქმით, დაზარალებულების ზარალი მასშტაბურად დიდია. „ჩვენ ვართ ძალიან გაოგნებულები, ეს არის აღუწერელი ზარალი. ფიზიკურად ვერ ჩამოვთვლი, […]

მაი. 1, 2025 - 15:27
 0
ე.წ. ვაგზლის ბაზრობის მენეჯერი – ენით აღუწერელი ზარალი გვაქვს – ყველას: იქნება ეს თბილისის მერია, ბიზნესმენი თუ სხვა, მივმართავ თხოვნით, დამეხმარონ, რომ რაღაც ფონდი შევქმნათ ან ტერიტორია მოგვცენ, რომ ეს ხალხი დავაკმაყოფილოთ

ყველას მივმართავ თხოვნით, რომ ვისაც შეუძლია, ეს იქნება თბილისის მერია, ბიზნესმენი, თუ ვინმეს კეთილი ნება, დამეხმაროს, რომ რაღაც ფონდი შევქმნათ ან რაღაც ტერიტორია მოგვცეს, რომ ეს ხალხი დავაკმაყოფილოთ, – ამის შესახებ ე.წ. ვაგზლის ბაზრობის მენეჯერმა, მზია ბუჩუაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დაზარალებულების ზარალი მასშტაბურად დიდია.
„ჩვენ ვართ ძალიან გაოგნებულები, ეს არის აღუწერელი ზარალი. ფიზიკურად ვერ ჩამოვთვლი, იმხელა ზარალთან გვაქვს საქმე. თითოეული მათგანის ცოდვით გული მიწუხს. ყველას მივმართავ თხოვნით, რომ ვისაც შეუძლია, ეს იქნება თბილისის მერია, ბიზნესმენი, თუ ვინმეს კეთილი ნება, დამეხმაროს, რომ რაღაც ფონდი შევქმნათ ან რაღაც ტერიტორია მოგვცეს, რომ ეს ხალხი დავაკმაყოფილოთ, რათა გააგრძელონ შრომა… ამიტომ თხოვნა მაქვს, რომ ტერიტორია გამოგვიყონ და ერთჯერადად რაიმე დახმარება [გაგვიწიონ]. მეც მქონდა მაღაზია და ძალიან დიდი ზარალი მაქვს. ყველაფერი ჩაიწვა”, – განაცხადა მზია ბუჩუაძემ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow