ე.წ. ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარმა დაახლოებით 15 000მ² გაანადგურა
ე.წ. ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაახლოებით 15 ათასი კვადრატული მეტრი დაიწვა. ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა სახანძრო-სამაშველო სამმართველოს უფროსმა ლევან მუსელიანმა. სხვადასხვა პროდუქციით მოვაჭრეებს ბაზრობის, „ბორჯომის ვაგზლის" ტერიტორიაზე საქონელი გაუნადგურდათ. ხანძარი, რომლის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, დილის 6 საათისთვის გაჩნდა. მეხანძრე-მაშველები ცეცხლს დაახლოებით სამი საათის განმავლობაში აქრობდნენ. ლევან მუსელიანის ინფორმაციით, პროცესში...

What's Your Reaction?






