ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გიორგი გახარია დაიბარეს
ე.წ. საგამოძიებო კომისია პარტია “საქართველოსთვის” ლიდერს, გიორგი გახარიას იბარებს. ამის შესახებ წულუკიანმა დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. “2012 -2024 წლებზე მუშაობა ჩვენ სულ ახლახან დავიწყეთ. მოსაბრძანებლად მოწვეულია გიორგი გახარია და არა მხოლოდ ის, არაერთი პოლიტიკოსი, რომელიც მაშინაც მავნებლობდა და ახლაც ქვეყანას აზიანებს გარედან”, – განაცხადა წულუკიანმა. არსებული ინფორმაციით, გახარია 20 ივნისის საქმეზეა დაბარებული. ცნობისთვის, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა […] The post ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გიორგი გახარია დაიბარეს appeared first on .

ე.წ. საგამოძიებო კომისია პარტია “საქართველოსთვის” ლიდერს, გიორგი გახარიას იბარებს. ამის შესახებ წულუკიანმა დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
“2012 -2024 წლებზე მუშაობა ჩვენ სულ ახლახან დავიწყეთ. მოსაბრძანებლად მოწვეულია გიორგი გახარია და არა მხოლოდ ის, არაერთი პოლიტიკოსი, რომელიც მაშინაც მავნებლობდა და ახლაც ქვეყანას აზიანებს გარედან”, – განაცხადა წულუკიანმა.
არსებული ინფორმაციით, გახარია 20 ივნისის საქმეზეა დაბარებული.
ცნობისთვის, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა და ის ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ანდა, ჯარიმას ითვალისწინებს.
The post ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გიორგი გახარია დაიბარეს appeared first on .
What's Your Reaction?






