ე.წ. ქურდული სამყაროს შურისძიება? – რა ვერსია ვრცელდება აჭარისწყალთან მომხდარ მკვლელობაზე
ხელვაჩაურში მომხდარი მკვლელობის შსახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი – მოკლული 32 წლის ბიზნესმენი ბესო ბოლქვაძეა. მედიაში აქტიურად განიხილება ცნობები, რომ მკვლელობა, შესაძლოა, ე.წ. ქურდული სამყაროს დაკვეთილი იყოს. ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდა კაცს, რომრლიც კატერის გაქირავებით იყო დაკავებული, რამდენიმე თვის წინ, წილის დათმობა მოსთხოვეს, თუმცა ბოლქვაძემ ე.წ. კრიმინალური სამყაროს მოთხოვნა არ შეასრულა. უფრო კონკრეტულად „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბოლქვაძეს ე.წ. ქურდული სამყაროს კონკრეტული წარმომადგენლები […] The post ე.წ. ქურდული სამყაროს შურისძიება? – რა ვერსია ვრცელდება აჭარისწყალთან მომხდარ მკვლელობაზე appeared first on .

ხელვაჩაურში მომხდარი მკვლელობის შსახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი – მოკლული 32 წლის ბიზნესმენი ბესო ბოლქვაძეა.
მედიაში აქტიურად განიხილება ცნობები, რომ მკვლელობა, შესაძლოა, ე.წ. ქურდული სამყაროს დაკვეთილი იყოს.
ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდა კაცს, რომრლიც კატერის გაქირავებით იყო დაკავებული, რამდენიმე თვის წინ, წილის დათმობა მოსთხოვეს, თუმცა ბოლქვაძემ ე.წ. კრიმინალური სამყაროს მოთხოვნა არ შეასრულა.
- უფრო კონკრეტულად „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბოლქვაძეს ე.წ. ქურდული სამყაროს კონკრეტული წარმომადგენლები დაუკავშირდნენ, რომელთა ვინაობა ცნობილია და წილის დათმობა მოსთხოვეს, ასევე მოსთხოვეს ის, რომ ბესო ბოლქვაძეს მის მიერ მოწყობილი ნავსადგომი სხვა კატერისთვის დაეთმო.
ბიზნესმენი სოფელ ერგესა და აჭარისწყალს შორის მდებარე ტერიტორიაზე, საკუთარ ავტომანქანაში ჩაცხრილეს, მანქანა კი სავარაუდოდ მდინარეში გადააგდეს. ცხედარი ოჯახის ახლობლებმა დღეს დილით იპოვეს.
- ბესო ბოლქვაძე ხელვაჩაურში, სოფელ ერგეში ცხოვრობდა და გასული წლიდან სოფელ აჭარისწყალთან, სადაც ჰესის მუშაობის შედეგად დაგუბებული წყალია, ტურისტებზე კატერს აქირავებდა.
- გამოცამა “ბათუმელების” ინფორმაციით, ღამღამობით იგი მდინარე ჭოროხის პირას საკუთარ ავტომანქანაში ათევდა ღამეს. როგორც ინფორმირებული პირები „ბათუმელებს“ უყვებიან, ბესო ასე იმიტომ იქცეოდა, რომ კატერი და მის მიერ მოწყობილი ნავმისადგომი არავის დაეზიანებინა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლით დაიწყო.
“ბათუმელების” ცნობით, განზრახ მკვლელობის საქმეზე ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.
The post ე.წ. ქურდული სამყაროს შურისძიება? – რა ვერსია ვრცელდება აჭარისწყალთან მომხდარ მკვლელობაზე appeared first on .
What's Your Reaction?






