,, ეჭვიც კი არ მეპარება, რომ წინა ხელისუფლების ბევრი მომხრე დღესაც ფიქრობს, რომ 26 მაისს შეკრებილები უარსის ღირსები იყვნენ” – მერაბ მეტრეველი
ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი: ,,წულუკიანის კომისიას დღეს თურმე 2011 წლის 26 მაისის დარბევის საქმე განუხილავს, იქ რაღაც უთქვამს ნონა გაფრინდაშვილს და უკვე რამდნიმე აღშფოთეული პოსტი შემხვდა ამ თემაზე. ერთია რამდენად რელევანტური შედარება მოიყვნაა ქალბატონმა ნონამ, მაგრამ მეორეა აქ დაწერილ პოსტებში ზოგის მხრიდან ღიად და ზოგის მხრიდან გადაკვრით 26 მაისის დარბევის გამართლება, ან დანაშაულის შემსუბუქების მცდელობა იმ […] The post ,, ეჭვიც კი არ მეპარება, რომ წინა ხელისუფლების ბევრი მომხრე დღესაც ფიქრობს, რომ 26 მაისს შეკრებილები უარსის ღირსები იყვნენ” – მერაბ მეტრეველი appeared first on .

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:
,,წულუკიანის კომისიას დღეს თურმე 2011 წლის 26 მაისის დარბევის საქმე განუხილავს, იქ რაღაც უთქვამს ნონა გაფრინდაშვილს და უკვე რამდნიმე აღშფოთეული პოსტი შემხვდა ამ თემაზე.
ერთია რამდენად რელევანტური შედარება მოიყვნაა ქალბატონმა ნონამ, მაგრამ მეორეა აქ დაწერილ პოსტებში ზოგის მხრიდან ღიად და ზოგის მხრიდან გადაკვრით 26 მაისის დარბევის გამართლება, ან დანაშაულის შემსუბუქების მცდელობა იმ მოტივით, რომ ამ აქციის ორგანზიატორი ნინო ბურჯანაძე ღიად პრორუსულ პოზიციებზე იდგა მაშინ.
ეჭვიც კი არ მეპარება, რომ წინა ხელისუფლების ბევრი მომხრე დღესაც ფიქრობს, რომ იქ შეკრებილები უარსის ღირსები იყვნენ, რადგან პრორუსული ლიდერის აქციაზე მივიდნენ, უბრალოდ ამას ხამამაღლა არ ამბობს.
მეგობრებო, ხელისუფლების მხრიდან კანონის დარღვევა, სისასტიკე, ადამიანების წამება აქციის ლიდერის პრორუსობით ვერ გაპრავდება.
ერი უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ კანონი ამ ქვეყანაში ყველას ერთნაირად იცავს მისი პოლიტიკური პოზიციის მიუხედავად.
ამაზე თუ ვერ ვთანმხდებით, მაშინ რისთვის ვიბრძვით?
პრორუსების ცემა და წამება მოსულა და პროდასავლელების არა? ასეთი იდეოლოგიით შორს ვერ გავფრინდებით.
p.s. სხვა საკითხია, წულუკიანის და იმ კომისიის წევრების ფარისევლობა, რომელთაც 26 მაისს ნაცემები ადარდებთ და ახლანდელ აქციებზე ნაცემები – არა. მათ ნუ დაემსგავსებით. ისინიც დაახლოებით თქვენნაირი ლოგიკით აპრავებენ ამ დარბევევბს: იქ შეკრებილები უცხო ძალას ემსახურებიან, ნაცების დაბრუნება უნდათ და ყველაფრის ღირსები არიანო“
The post ,, ეჭვიც კი არ მეპარება, რომ წინა ხელისუფლების ბევრი მომხრე დღესაც ფიქრობს, რომ 26 მაისს შეკრებილები უარსის ღირსები იყვნენ” – მერაბ მეტრეველი appeared first on .
What's Your Reaction?






