ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი: “მე აღარ მიმყავს მოამბე 18:00 საათზე”
სააგენტო "პარალელი" ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი: “მე აღარ მიმყავს მოამბე 18:00 საათზე” საზოგადოებრივი არხის “მოამბის” წამყვანი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს, მისი საქმიანობის შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით: “მე აღარ მიმყავს მოამბე 18:00 საათზე” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი. და თან ურთავს არხის ოფიციალური პოზიციას, თუ როგორ განუმარტეს მიღებული გადაწყვეტილება: “როგორც თქვენთვის ცნობილია, დღეს გამართულ სამეურვეო საბჭოს სხდომაზე “მოამბის” პროდიუსერებმა, თქვენს მიერ საჯაროდ (მათ […] ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი: “მე აღარ მიმყავს მოამბე 18:00 საათზე” პარალელი

სააგენტო "პარალელი"
ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი: “მე აღარ მიმყავს მოამბე 18:00 საათზე”
საზოგადოებრივი არხის “მოამბის” წამყვანი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს, მისი საქმიანობის შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით:
“მე აღარ მიმყავს მოამბე 18:00 საათზე” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი.
და თან ურთავს არხის ოფიციალური პოზიციას, თუ როგორ განუმარტეს მიღებული გადაწყვეტილება:
“როგორც თქვენთვის ცნობილია, დღეს გამართულ სამეურვეო საბჭოს სხდომაზე “მოამბის” პროდიუსერებმა, თქვენს მიერ საჯაროდ (მათ შორის ეთერში) გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია და თქვენთან, როგორც “მოამბე”-ს წამყვანთან, მუშაობის გაგრძელებაზე განაცხადეს უარი.
აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, თანამშრომელთა შორის არსებული და შესაძლო სამომავლო დისკომფორტის, დაძაბული და არაჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნის/გაუარესების საფრთხის თავიდან აცილების, ასევე მაუწყებლის კანონისმიერი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 4 თებერვლიდან, არსებული გართულებული ვითარების ნორმალიზებამდე, დროებით აღარ დაგევალებათ საინფორმაციო გამოშვება “მოამბე”-ს წამყვანის ფუნქციის შესრულების ვალდებულება“, – ნათქვამია განმარტებაში.
ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი: “მე აღარ მიმყავს მოამბე 18:00 საათზე”
პარალელი
What's Your Reaction?






