“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრთან” დავით დოიაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას დავით დოიაშვილის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებას პროტესტი მოჰყვა. თეატრის შენობასთან შეიკრიბნენ მსახიობები, რეჟისორები და მოქალაქეები, ისინი დავით დოიაშვილს სოლიდარობას უცხადებენ და სამინისტროს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.  მათი განცხადებით, ეს არის რეპრესია. მსახიობები ამბობენ, რომ თეატრი ემსახურება ხალხს და არა ხელისუფლებას და ასევე ეკუთვნის სახელმწიფოს და არა რომელიმე კონკრეტულ მთავრობას. პროტესტს ამ წუთებშიც უერთდებიან მოქალაქეები. თეატრთან მივიდნენ საზოგადოებრივ მაუწყებელთან მყოფი  მარშის მონაწილეებიც.

აპრ. 17, 2025 - 00:26
 0
“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრთან” დავით დოიაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას დავით დოიაშვილის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებას პროტესტი მოჰყვა.

თეატრის შენობასთან შეიკრიბნენ მსახიობები, რეჟისორები და მოქალაქეები, ისინი დავით დოიაშვილს სოლიდარობას უცხადებენ და სამინისტროს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. 

მათი განცხადებით, ეს არის რეპრესია. მსახიობები ამბობენ, რომ თეატრი ემსახურება ხალხს და არა ხელისუფლებას და ასევე ეკუთვნის სახელმწიფოს და არა რომელიმე კონკრეტულ მთავრობას.

პროტესტს ამ წუთებშიც უერთდებიან მოქალაქეები. თეატრთან მივიდნენ საზოგადოებრივ მაუწყებელთან მყოფი  მარშის მონაწილეებიც.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow