ვახტანგ ახობაძისა და ყირგიზი მეტოქის დაპირისპირების დეტალები ცნობილია

როდის შეხვდება ვახტანგ ახობაძე ყირგიზ მეტოქეს

აპრ. 9, 2025 - 17:26
 0
ვახტანგ ახობაძისა და ყირგიზი მეტოქის დაპირისპირების დეტალები ცნობილია
საქართველოს პირველი არხი ვახტანგ ახობაძის მნიშვნელოვანი დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

"ქართველი პარამკლავჭიდელი ვახტანგ ახობაძე ყირგიზ ბექბოსუნ ტოქტოსუნს 26 აპრილს ბათუმში, სასტუმრო „გრანდ ბელაჯიოში“ შეხვდება – ინფორმაციას Nomad Sports-ი ავრცელებს. ორგანიზატორების ცნობით, ბათუმში დაგეგმილი ღონისძიების ბილეთების შეძენა tkt.ge-ზეა შესაძლებელი.

ამ ორი სპორტსმენის გზები 2024 წელს, მსოფლიო ჩემპიონატზე გადაიკვეთა. მაშინ მსოფლიოს სამგზისა და ევროპის ორგზის ჩემპიონმა ახობაძემ ყირგიზი მეტოქე დაამარცხა. ამ დაპირისპირებამ მსოფლიოს ყურადღება დაიმსახურა – ყორგიზმა პარამკლავჭიდელმა ვახტანგ ახობაძეს ჯერ დასცინა, შემდეგ კი ხელი არ ჩამოართვა. ამის შედეგად ახობაძემ მსოფლიოს მასშტაბით დიდი პოპულარობა და ხალხის სიყვარული დაიმსახურა.

26 აპრილს ბათუმში მათ გარდა ქართველი მაყურებლის წინაშე ოთხი ქვეყნის რვა პარამკლავჭიდელი წარსდგება. ბათუმში სპორტის ამ სახეობის ვარსკვლავები უკრაინიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან და საქართველოდან შეიკრიბებიან. ჯამში, ხუთი დაპირისპირება გაიმართება, დღის კულმინაცია კი ახობაძისა და ტოქტოსუნის შეხვედრა იქნება."

პარამკლავჭიდი | 26 აპრილის შეხვედრები:

ავთანდილ თუთბერიძე – ვლადიმერ მნაცაკანიანი;

გიგა ბერაძე – მურატ ეფე კომეკი;

ქრისტინე ჟორჟოლიანი – ბოგდანა ლეხმანი;

ნოდარ ბოჯგუა – ვაჩაგან ოვანისიანი;

ვახტანგ ახობაძე – ბექბოსუნ ტოქტოსუნი.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow