ვიზალიბერალიზაციას ეკონომიკასთან არავითარი კავშირი არ აქვს – ირაკლი კობახიძე
“ოცნების’ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ვიზალიბერალიზაციასა და ეკონომიკურ ზრდას შორის კავშირი არ არსებობს. როგორც მან 21 ივლისს, ტელეკომპანია რუსთავი2-ის ეთერში, გადაცემაში „ღამის კურიერი“ თქვა, ვიზალიბერალიზაცია მხოლოდ ტექნიკური საკითხია და ეკონომიკაზე გავლენას არ ახდენს. „აქ საუბარია ერთადერთ რამეზე ვიზის რიგში ჩადგები, თუ არ ჩადგები… ვიზალიბერალიზაციას არავითარი კავშირი არ აქვს ეკონომიკურ ზრდასთან… ეს არის თავიდან ბოლომდე […] The post ვიზალიბერალიზაციას ეკონომიკასთან არავითარი კავშირი არ აქვს – ირაკლი კობახიძე appeared first on .

“ოცნების’ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ვიზალიბერალიზაციასა და ეკონომიკურ ზრდას შორის კავშირი არ არსებობს. როგორც მან 21 ივლისს, ტელეკომპანია რუსთავი2-ის ეთერში, გადაცემაში „ღამის კურიერი“ თქვა, ვიზალიბერალიზაცია მხოლოდ ტექნიკური საკითხია და ეკონომიკაზე გავლენას არ ახდენს.
„აქ საუბარია ერთადერთ რამეზე ვიზის რიგში ჩადგები, თუ არ ჩადგები… ვიზალიბერალიზაციას არავითარი კავშირი არ აქვს ეკონომიკურ ზრდასთან… ეს არის თავიდან ბოლომდე თითიდან გამოწოვილი სპეკულაციები. ამას ნებისმიერი ექსპერტი დაადასტურებს,“ — განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლას მინუსიც აქვს, მიგრაციის წახალისება, რაც, მისი თქმით, უკვე გამოჩნდა ბალტიის ქვეყნების მაგალითზე.
„ლიტვაში 600 000-ით შემცირდა მოსახლეობა და ლატვიაში 400 000-ით. ვიზალიბერალიზაციის არ არსებობის პირობებში ბევრად მეტი ჩვენი მოქალაქე დარჩებოდა ქვეყანაში, გაიზრდებოდა სამუშაო ძალა და ეს პირდაპირ აისახებოდა ეკონომიკის ზრდის ტემპზე“, – თქვა კობახიძემ.
ბალტიისპირეთის ქვეყნების მაგალითს სრულიად განსხვავებული კონტექსტით იყენებდა “ოცნების” დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი 2019 წელს.
“რომ შევავსოთ ის დეფიციტი, რა დეფიციტიც ევროპელებს აქვთ. მათ აქვთ სამუშაო ადგილები, აკლიათ სამუშაო ძალა. ჩვენ არ გვაქვს სამუშაო ადგილები, ესაა ჩვენი ძირითადი პრობლემა. გაიხსენეთ პოლონეთი, ბალტიისპირეთის სამი ქვეყანა, ბულგარეთი – ასეთივე გაცლილია, როგორც საქართველო. ეკონომიკური სხვაობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორისაც არის. შესაბამისად, სადაც მაღალია ხელფასები, იქ გადაედინება მუშახელი. მაგრამ ცივილიზებულად ხდება ეს, ისინი არ არიან ღირსებაშელახულები. ლიტველი რომ მიდის გერმანიაში სამუშაოდ, ჯდება ტრანსპორტზე და ბრუნდება, როცა უნდა უკან და მოწყვეტილი არ არის სამშობლოს”, – განაცხადა ივანიშვილმა 2019 წლის ნოემბერში.
ასევე, კობახიძის განცხადებები ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით წარსულში განსხვავებული იყო. პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნისას 2017 წელს, ის უვიზო მიმოსვლის მიღწევას საქართველოს ევროპასთან დაახლოების მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებდა, რასაც სრულად “ქართული ოცნების” მიღწევად მიიჩნევდა.
“ჩვენმა ხალხმა უკვე მრავალჯერ დაადასტურა თავისუფლებისა და დემოკრატიის პრინციპების ერთგულება და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა საერთო ევროპულ ოჯახში ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად. საქართველო კიდევ უფრო ევროპული ქვეყანა გახდა, რაც, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ხალხის ერთსულოვნების, შრომისა და მოთმინების შედეგია. ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლა თითოეული მოქალაქის არა მარტო პრივილეგია, არამედ პასუხისმგებლობაცაა. ჩვენი მოქალაქეები ჩვენი კულტურის, ისტორიისა და ტრადიციების ელჩები უნდა გახდნენ ევროპაში. ყველამ ერთად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ევროკავშირთან დაახლოება უზრუნველყოფს არა მარტო ჩვენი, არამედ მომავალი თაობების თავისუფლებას”,“ — ამბობდა კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარის ამპლუაში.
The post ვიზალიბერალიზაციას ეკონომიკასთან არავითარი კავშირი არ აქვს – ირაკლი კობახიძე appeared first on .
What's Your Reaction?






