"ვიცოდი, რომ ამას შეძლებდა" - ოსიმენის დიდებული სიტყვები კვარაზე

ვიქტორ ოსიმენის საქებარი სიტყვები ხვიჩა კვარაცხელიას

აპრ. 14, 2025 - 01:27
 0
"ვიცოდი, რომ ამას შეძლებდა" - ოსიმენის დიდებული სიტყვები კვარაზე
ხვიჩა კვარაცხელიას ძველი საფეხბურთო პარტნიორი და მეგობარი, ვიქტორ ოსიმენი Off Topic Footy-ს სტუმრობდა, სადაც მან კვარას შესახებ დიდებული სიტყვები თქვა.

ხვიჩა დიდებულია როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ. ვიცოდი, რომ ერთ დღესაც ასეთ წარმატებას მიაღწევდა, რადგან ის ამ ყველაფერს ნამდვილად იმსახურებს. ხვიჩა ფეხბურთში თავმდაბლურად გამოჩნდა და ადრე თუ გვიან, დარწმუნებული ვიყავი, რომ დიდ ნაბიჯს გადადგამდა. მასთან დღემდე კარგი ურთიერთობა მაქვს. ვლაპარაკობთ ხოლმე და როცა პსჟ-ში გადავიდა, ვუთხარი, რომ ამ წარმატებას იმსახურებდა.

- თქვა ოსიმენმა.

თავის მხრივ, ვიქტორი ჯერ ისევ გალათასარაიში თამაშობს, თუმცა აშკარაა, რომ ნიგერიელი ნაპოლიში არ დაბრუნდება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow