ვოლოდიმირ ზელენსკი ვლადიმერ პუტინთან შესაძლო შეხვედრაზე – მე და ის ახლა ყველაფერზე ვერ შევთანხმდებით – ეს შეუძლებელია, მაგრამ როგორმე უნდა ვიპოვოთ ფორმატი ომის დასასრულებლად

უნდა გესმოდეთ პუტინთან ჩემი შეხვედრის მიზანი – მე და ის ახლა ყველაფერზე ვერ შევთანხმდებით, ეს შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ როგორმე უნდა ვიპოვოთ ფორმატი ომის დასასრულებლად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, შეხვედრას სიმბოლური ხასიათი არ უნდა ჰქონდეს. „თუ მას შევხვდები, პოლიტიკური გამარჯვებით უნდა გამოვიდეთ – ცეცხლის შეწყვეტით, ყველა ტყვის გაცვლით […]

მაი. 14, 2025 - 08:27
 0
ვოლოდიმირ ზელენსკი ვლადიმერ პუტინთან შესაძლო შეხვედრაზე – მე და ის ახლა ყველაფერზე ვერ შევთანხმდებით – ეს შეუძლებელია, მაგრამ როგორმე უნდა ვიპოვოთ ფორმატი ომის დასასრულებლად

უნდა გესმოდეთ პუტინთან ჩემი შეხვედრის მიზანი – მე და ის ახლა ყველაფერზე ვერ შევთანხმდებით, ეს შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ როგორმე უნდა ვიპოვოთ ფორმატი ომის დასასრულებლად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრას სიმბოლური ხასიათი არ უნდა ჰქონდეს.
„თუ მას შევხვდები, პოლიტიკური გამარჯვებით უნდა გამოვიდეთ – ცეცხლის შეწყვეტით, ყველა ტყვის გაცვლით ან მსგავსი რამით“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსები არ ენდობიან უკრაინელებს და უკრაინელები – რუსებს. უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მხოლოდ გარე შუამავლებს შეუძლიათ ნებისმიერი შეთანხმების დაცვის გარანტირება.
ზელენსკი მიიჩნევს, რომ ს სტამბოლში ჩასვლამ, შესაძლოა, ს პრეზიდენტს იქ ჩასვლისკენ უბიძგოს : „თუ პუტინი არ ჩამოვა, ეს მისთვის სრული დამარცხების შთაბეჭდილებას დატოვებს“, – დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.
ის რუსეთის წინააღმდეგ, განსაკუთრებით შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მხრიდან, ახალი, მკაცრი სანქციების დაწესებას მოითხოვს.
კონფლიქტის შესაძლო ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, ზელენსკიმ უპასუხა: „არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება. მაგრამ არა ათი წელი. ვერ გადარჩება. ეს ყველას ძვირად უჯდება და არა მხოლოდ მეგობრებს, არამედ მტრებსაც“.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow