ვოლოდიმირ ზელენსკი – მზად ვართ, შეერთებული შტატებისგან იარაღის დიდი პაკეტი შევიძინოთ

უკრაინა დაინტერესებულია და აშშ-ს უკვე წარუდგინა წინადადება 30-50 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის დიდი პაკეტის შეძენასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა. „დამატებით პაკეტთან დაკავშირებით, გვსურს და მზად ვართ და ამერიკულ მხარეს გადავეცით დიდი პაკეტი, რომლის ყიდვაც გვსურს. ყიდვა ამა თუ იმ ფორმით. ჩვენი ფორმატია, როგორ გადავიხდით მისთვის. მომავალი პაკეტი უფასოდ […]

აპრ. 10, 2025 - 07:27
 0
ვოლოდიმირ ზელენსკი – მზად ვართ, შეერთებული შტატებისგან იარაღის დიდი პაკეტი შევიძინოთ

უკრაინა დაინტერესებულია და -ს უკვე წარუდგინა წინადადება 30-50 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის დიდი პაკეტის შეძენასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„დამატებით პაკეტთან დაკავშირებით, გვსურს და მზად ვართ და ამერიკულ მხარეს გადავეცით დიდი პაკეტი, რომლის ყიდვაც გვსურს. ყიდვა ამა თუ იმ ფორმით. ჩვენი ფორმატია, როგორ გადავიხდით მისთვის. მომავალი პაკეტი უფასოდ არ გვითხოვია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით იარაღის შეძენის შესაძლებლობას უსაფრთხოების გარანტიადაც კი განიხილავს.
„მოგვეცით პაკეტი, ჩვენ გადავიხდით. მიგვაჩნია, რომ ეს პაკეტი, რომელიც მოიცავს საჰაერო თავდაცვას და სხვა შესაბამის ინსტრუმენტებს, რომლებიც ნამდვილად გვჭირდება, არის ის, რასაც დავეყრდნობით, როგორც უსაფრთხოების გარანტიას. ასეა ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებული. როდესაც იქნება შეთანხმება, გადავიხდით – ფონდში გადავირიცხავთ, ან თუ გსურთ, პირდაპირ თქვენ გადაგიხდით. ჩვენთვის სულერთია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იკითხა, რამდენი საჰაერო თავდაცვის სისტემა სჭირდება უკრაინას.
„ტელეფონზე ვუთხარი, ათი მაინც მოგვეცით-მეთქი. ეს დაცვაა, ეს ომის დასრულების შემდეგ დაგვეხმარება, ეს უსაფრთხოების გარანტიაა, რომ უკრაინა საჰაერო თავდაცვით იქნება დაცული. არსებობს მრავალი სხვადასხვა ფორმატი და ინსტრუმენტი, რომლისთვისაც მზად ვართ. მზად ვიყავით, შესაბამისი პაკეტისთვის 30 და 50 მილიარდი მოგვეძიებინა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow