“ვოცაფში ჩემივე მიმოწერები და ჩემი პოსტის სქრინი”– რა დევს ჯაფარიძის საქმეში?
კოალიცია “ცვლილებისთვის” ლიდერი ზურა ჯაფარიძე, რომელსაც წულუკიანის კომისიაზე არგამოცხადების გამო ბრალი წარუდგინეს, ამბობს: მასალები გადმომცეს, უცებ რასაც გადავხედე და არის ვოცაფში ჩემი მიმოწერები, სადაც მეძახიან ამ ვითომ კომისიაზე. არის ჩემი ფეისბუქის პოსტების სქრინები, სადაც თქვე … მიწერია, ეგ არის ერთი 20 ფრონტით ამობეჭდილი და დევს მასალებში. მეტი შიგნით არაფერი არ არის. დამკვიდრებული პრაქტიკა რაც არის, […] The post “ვოცაფში ჩემივე მიმოწერები და ჩემი პოსტის სქრინი”– რა დევს ჯაფარიძის საქმეში? appeared first on .

კოალიცია “ცვლილებისთვის” ლიდერი ზურა ჯაფარიძე, რომელსაც წულუკიანის კომისიაზე არგამოცხადების გამო ბრალი წარუდგინეს, ამბობს:
მასალები გადმომცეს, უცებ რასაც გადავხედე და არის ვოცაფში ჩემი მიმოწერები, სადაც მეძახიან ამ ვითომ კომისიაზე. არის ჩემი ფეისბუქის პოსტების სქრინები, სადაც თქვე … მიწერია, ეგ არის ერთი 20 ფრონტით ამობეჭდილი და დევს მასალებში. მეტი შიგნით არაფერი არ არის.
დამკვიდრებული პრაქტიკა რაც არის, რომ გირაოს უფარდებენ და ასე უშვებენ, ერთი ლარის გადამხდელი მე არ ვარ. პასპორტი შეიძლება, ჩამომართვა, იმიტომ, რომ ბოლო ჩემი გასვლა დაემთხვა ისე, რომ რამდენი წავედი, იმდენჯერ ვიღაცეები დაასანქცირეს აქ, ყოველ ჯერზე და შეიძლება, ჩათვალონ, რომ ეს ჩემი დამსახურებაა, რადგან მე იქ ვიყავი. არის ჩემი დამსახურება, მაგრამ ვიზიტებთან ეს კავშირში არ არის.არც ეგ არ არის პრობლემა, კიდევ ვიმეორებ, არსად ამ ქვეყნიდან მე წასვლას არ ვაპირებ. ნებისმიერი რამისთვის მზად ვარ.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
The post “ვოცაფში ჩემივე მიმოწერები და ჩემი პოსტის სქრინი”– რა დევს ჯაფარიძის საქმეში? appeared first on .
What's Your Reaction?






