ვულოცავ კაროლ ნავროცკის უაღრესად კონკურენტულ არჩევნებში გამარჯვებასა და პოლონეთის პრეზიდენტად არჩევას - მიხეილ ყაველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი კაროლ ნავროცკის პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს - ამის შესახებ პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ზე წერს. როგორც მიხეილ ყაველაშვილი აღნიშნავს, მოუთმენლად ელოდება ნაყოფიერ თანამშრომლობასა და საქართველო-პოლონეთის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას. "გულითადად ვულოცავ ბატონ კაროლ ნავროცკის უაღრესად კონკურენტულ არჩევნებში გამარჯვებასა და პოლონეთის პრეზიდენტად არჩევას. ეს არის მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მისია, რომელსაც გისურვებთ, რომ დიდი წარმატებით გაართვათ თავი. დარწმუნებული ვარ, თქვენი ლიდერობა კიდევ უფრო გააძლიერებს პოლონეთს. მშვიდობასა და წინსვლას გისურვებთ თქვენ და პოლონელ ხალხს. მოუთმენლად ველით თქვენთან ნაყოფიერ თანამშრომლობასა და საქართველო-პოლონეთის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას, რის იმედსაც ჩვენს შორის არსებული ღირებულებითი თანხვედრა მაძლევს", - აღნიშნავს მიხეილ ყაველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი კაროლ ნავროცკის პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს - ამის შესახებ პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
როგორც მიხეილ ყაველაშვილი აღნიშნავს, მოუთმენლად ელოდება ნაყოფიერ თანამშრომლობასა და საქართველო-პოლონეთის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას.
"გულითადად ვულოცავ ბატონ კაროლ ნავროცკის უაღრესად კონკურენტულ არჩევნებში გამარჯვებასა და პოლონეთის პრეზიდენტად არჩევას.
ეს არის მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მისია, რომელსაც გისურვებთ, რომ დიდი წარმატებით გაართვათ თავი. დარწმუნებული ვარ, თქვენი ლიდერობა კიდევ უფრო გააძლიერებს პოლონეთს. მშვიდობასა და წინსვლას გისურვებთ თქვენ და პოლონელ ხალხს.
მოუთმენლად ველით თქვენთან ნაყოფიერ თანამშრომლობასა და საქართველო-პოლონეთის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას, რის იმედსაც ჩვენს შორის არსებული ღირებულებითი თანხვედრა მაძლევს", - აღნიშნავს მიხეილ ყაველაშვილი
What's Your Reaction?






