
“ორი გაკვეთილი უახლოესი წარსულიდან
2014 წელს, თბილისის მერის
არჩევნების პირველ ტურში, ოცნების კანდიდატმა მიიღო ხმების 45%, ოპოზიციის კანდიდატმა კი 28%. პირველი ტურის შემდეგ ივანიშვილმა დემონსტრაციულად დაიჭირა ოპოზიციური კანდიდატის საარჩევნო შტაბის უფროსი – გავლენიანი, მძიმეწონოსანი პოლიტიკური ფიგურა. მაშინ ათუხთუხდა ხალხი – რაის მეორე ტური, დაგვცინის რუსი ოლიგარქიო. ამის მიუხედავად, თავად კანდიდატმა დაიჟინა – მენდეთ, გავალ მეორე ტურში და გადავხევ ხელისუფლებასო. და გავიდა. მეორე ტურში ოცნების კანდიდატმა აიღო ხმების 72%, ოპოზიციისამ – იგივე 28%. შედეგი – ივანიშვილმა მოიგო ლეგიტიმურად, პოლიტიკური დევნაც შერჩა და შეუფერხებლად, დემოკრატიული ფასადით, განაგრძო ბინძური რუსული საქმის კეთება.
2016 წელს ივანიშვილმა საჯაროდ თქვა, არც ერთ მუნიციპალიტეტში არ გავამარჯვებინებ ოპოზიციასო. მერე დააკონკრეტა – ვერც “ის ქალბატონი” (სანდრა რულოვსი) ვერ მოიგებს ზუგდიდსო. “იმ ქალბატონმა” ზუგდიდი პირვერლივე ტურში მოიგო (ისევე, როგორც სამმა სხვა ოპოზიციურმა კანდიდატმა – შესაბამისი მუნიციპალიტეტი), მაგრამ ივანიშვილმა იქაურობას ქოცჭუჭყი მიუქსია, უბნები დაარბია, იმ უბნების შედეგები, სადაც ყველაზე დიდი უპირატესობით ჰქონდა მოგებული რულოვსს, ბათილად გამოაცხადა და იმდენი ქნა, რომ მისი მაჩვენებელი 50%-ს ჩამოცდა, რამაც მეორე ტური გამოიწვია. მაშინ ოპოზიციის ამომრჩევლის დიდი ნაწილი იმ პოზიციაზე იდგა, დაგვცინის რუსი ოლიგაქრი, არაა ეს არჩევნები, მეორე ტურში შესვლა მხოლოდ გააპრავებს ამ რუსულ განუკითხაობას და ლეგიტიმაციას შესძენს ამ ფარსსო. არაო, ხალხზე უფრო ჭკვიანებმა, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრიო, აი, ნახავთო. და შევედით მეორე ტურში. მეორე ტურში რუსებმა პირწმინდად მოიგეს ყველა მუნიციპალიტეტი. შედეგად, მათ შერჩათ არჩევნების ცინიკური გაყალბებაც, კორცხელიც, დარბევაც და მიიღეს ნანატრი ლეგიტიმაციაც, რადგან პირველ ტურში ნამოქმედარზე პოლიტიკური პასუხი არ მიუღიათ. ოპოზიციის ნაწილი უკვე 2020 წლისთვის ემზადებოდა.
დასკვნასაც დავწერდი, მაგრამ დასაზარია – მეტისმეტად ბანალური გამოვა. ხოდა რავიცი, უხერხულია მგონი 2025 წელს იმაზე საუბარი, რაც ამასობაში აქსიომატური ჭეშმარიტება უნდა იყოს” – წერს სოციალურ ქსელში „ჭავჭავაძის ცენტრის“ ხელმძღვანელი
ზაზა ბიბილაშვილი.