ზაფხულის მეორე ტრანსფერი - რეალმა 20 წლის ტალანტი დაიმატა

მადრიდის „რეალმა“ ოფიციალურად გაიფორმა ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა მცველი — დინ ჰუისენი, რომელიც ინგლისურ...

მაი. 17, 2025 - 17:27
 0
ზაფხულის მეორე ტრანსფერი - რეალმა 20 წლის ტალანტი დაიმატა
მადრიდის „რეალმა“ ოფიციალურად გაიფორმა ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა მცველი — დინ ჰუისენი, რომელიც ინგლისურ „ბორნმუთში“ თამაშობდა. მიუხედავად იმისა, რომ სატრანსფერო ფანჯარა ჯერ არ გახსნილა, ტრანსფერი უკვე დადასტურებულია.

20 წლის ცენტრალურმა მცველმა მადრიდულ გრანდთან კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმა. „რეალმა“ ჰუისენის გამოსასყიდი თანხა — 58 მილიონი ევრო სრულად გადაუხადა. ახალგაზრდა ფეხბურთელი გუნდს უკვე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე შეემატება.

ჰუისენი „ბლანკოსის“ რიგებში მეორე ტრანსფერია ამ ზაფხულისთვის — პირველი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი იყო, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა კლუბს.

დინ ჰუისენი ნიდერლანდებში დაიბადა და სწორედ ამ ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებებში დაიწყო საერთაშორისო კარიერა, თუმცა 2024 წლიდან ესპანეთის სახელით თამაშობს. მან 21-წლამდელთა გუნდში გოლის გატანაც შეძლო, ხოლო ეროვნულ ნაკრებში უკვე ორი მატჩი ჩაატარა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow