ზაქარია ფალიაშვილი 154 – კომპოზიტორის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება

3 აგვისტოს, 18:00 საათზე, მუზეუმების გაერთიანება ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში ქართველი კომპოზიტორის, დირიჟორისა და პედაგოგის – ზაქარია ფალიაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გამართავს. მუზეუმების გაერთიანების ინფორმაციით, მუსიკის მოყვარულებს საინტერესო პროგრამა ელით. ზაქარია ფალიაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრებენ მუსიკისმცოდნეები: გვანცა ღვინჯილია, შიო აბრახამია. ახალგაზრდა მომღერლები: თამარ ცირეკიძე, ფალანდა ღვინჯილია, თორნიკე სახოკია, ანა მაისაშვილი, ლალი ჭიჭიაშვილი შეასრულებენ […]

აგვ. 3, 2025 - 14:27
 0
ზაქარია ფალიაშვილი 154 – კომპოზიტორის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება

3 აგვისტოს, 18:00 საათზე, მუზეუმების გაერთიანება ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში ქართველი კომპოზიტორის, დირიჟორისა და პედაგოგის – ზაქარია ფალიაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გამართავს.
მუზეუმების გაერთიანების ინფორმაციით, მუსიკის მოყვარულებს საინტერესო პროგრამა ელით. ზაქარია ფალიაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრებენ მუსიკისმცოდნეები:
გვანცა ღვინჯილია, შიო აბრახამია.
ახალგაზრდა მომღერლები: თამარ ცირეკიძე, ფალანდა ღვინჯილია, თორნიკე სახოკია, ანა მაისაშვილი,
ლალი ჭიჭიაშვილი შეასრულებენ ფალიაშვილის ოპერებიდან ფრაგმენტებს.
ღონისძიებას დააგვირგვინებენ საქართველოს სახალხო არტისტები: ლიანა კალმახელიძე ელდარ გეწაძე.
კონცერტმაისტერი – ნინო ლეშკაშელი.
მისამართი: თბილისი, დიმიტრი ბაქრაძის ქ. N10. ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow