ზემო და ქვემო სვანეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია გრძელდება - ინფრასტრუქტურის სამინისტრო

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ზენო და ქვემო სცანეთის დაკამავშირებელი (ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის) საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, მესტიის მუნიციპალიტეტში, 16 კმ-მდე გზის რეაბილიტაციას ახორციელებს, – ამის შესახებ, ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სამუშაოები ორ მონაკვეთზე მიმდინარეობს და დასრულება წელს იგეგმება. „პირველი მონაკვეთი გადის მაღალმთიან, დაუსახლებელ ტერიტორიებზე, ხოლო მეორე – იწყება სოფელ უშგულიდან დაახლოებით ორ კილომეტრში და მთავრდება ზაგარის უღელტეხილზე, მესტიისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვართან.   პროექტით გათვალისწინებულია ცემენტ-ბეტონის საფარის, წყალგამტარი მილების, მიერთების, ავტობუსის გასაჩერებელი და მოსაცდელი პავილიონის მოწყობა.   გათვალისწინებულია ზაგარის უღელტეხილზე არსებულ ეკლესიასთან მისასვლელი გზის კეთილმოწყობაც.   ზემო და ქვემო სვანეთს შორის დამაკავშირებელი გზა ერთიანდება ორ შიდასახელმწიფოებრივ გზასთან: ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზა – აკავშირებს სამეგრელოს და ზემო სვანეთს; ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზა – აკავშირებს იმერეთს, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს.   ეს გზები ერთმანეთს ებმის ზაგარის უღელტეხილზე (2630 მ ზღვის დონიდან), რაც ქმნის ზემო და ქვემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვეყნის სხვა რეგიონებს შორის უმოკლეს და სტრატეგიულად მნიშვნელოვან კავშირს.   პროექტის განხორციელების შედეგად, საგრძნობლად შემცირდება რეგოონებს შორის მგზავრობის დრო; გაუმჯობესდება საგზაო გადაადგილების უსაფრთხოების ხარისხი; გაიზრდება მთის რეგიონების ტურისტული და საკურორტო პოტენციალი.   პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 27.9 მილიონი ლარია.   ცალკე პროექტის ფარგლებში, უშგილისკენ მიმავალ გზაზე, ე.წ. დევის ნაშენთან, ეწყობა ქვათაცვენისა და ზვავისგან დამცავი საინჟინრო ნაგებობა – სამანქანო გალერეა“,- აღნიშნულია ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაში.

ივნ. 22, 2025 - 16:57
 0
ზემო და ქვემო სვანეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია გრძელდება - ინფრასტრუქტურის სამინისტრო

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ზენო და ქვემო სცანეთის დაკამავშირებელი (ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის) საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, მესტიის მუნიციპალიტეტში, 16 კმ-მდე გზის რეაბილიტაციას ახორციელებს, – ამის შესახებ, ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამუშაოები ორ მონაკვეთზე მიმდინარეობს და დასრულება წელს იგეგმება.

„პირველი მონაკვეთი გადის მაღალმთიან, დაუსახლებელ ტერიტორიებზე, ხოლო მეორე – იწყება სოფელ უშგულიდან დაახლოებით ორ კილომეტრში და მთავრდება ზაგარის უღელტეხილზე, მესტიისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვართან.

 

პროექტით გათვალისწინებულია ცემენტ-ბეტონის საფარის, წყალგამტარი მილების, მიერთების, ავტობუსის გასაჩერებელი და მოსაცდელი პავილიონის მოწყობა.

 

გათვალისწინებულია ზაგარის უღელტეხილზე არსებულ ეკლესიასთან მისასვლელი გზის კეთილმოწყობაც.

 

ზემო და ქვემო სვანეთს შორის დამაკავშირებელი გზა ერთიანდება ორ შიდასახელმწიფოებრივ გზასთან: ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზა – აკავშირებს სამეგრელოს და ზემო სვანეთს; ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზა – აკავშირებს იმერეთს, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს.

 

ეს გზები ერთმანეთს ებმის ზაგარის უღელტეხილზე (2630 მ ზღვის დონიდან), რაც ქმნის ზემო და ქვემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვეყნის სხვა რეგიონებს შორის უმოკლეს და სტრატეგიულად მნიშვნელოვან კავშირს.

 

პროექტის განხორციელების შედეგად, საგრძნობლად შემცირდება რეგოონებს შორის მგზავრობის დრო; გაუმჯობესდება საგზაო გადაადგილების უსაფრთხოების ხარისხი; გაიზრდება მთის რეგიონების ტურისტული და საკურორტო პოტენციალი.

 

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 27.9 მილიონი ლარია.

 

ცალკე პროექტის ფარგლებში, უშგილისკენ მიმავალ გზაზე, ე.წ. დევის ნაშენთან, ეწყობა ქვათაცვენისა და ზვავისგან დამცავი საინჟინრო ნაგებობა – სამანქანო გალერეა“,- აღნიშნულია ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაში.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow