ზვიად რატიანის საქმის პროკურორი – ბრალდებული თავს დაესხა პოლიციელს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რისი ამსახველი ვიდეოჩანაწერებიც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში

2025 წლის 23 ივნისს ბრალდებული თავს დაესხა პოლიციელს და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რისი ამსახველი ვიდეოჩანაწერებიც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში, – ამის შესახებ პოეტ ზვიად რატიანის საქმის პროკურორმა გიორგი გოგალაძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. პროკურორის თქმით, საქმეს, ასევე, ერთვის პოლიციელთა ჩვენებები და მოწმეთა გამოკითხვის ოქმები. “ბრალდებულს ბრალი წარდგენილი აქვს პოლიციელზე თავდასხმისა და მისთვის ფიზიკური […]

ივნ. 25, 2025 - 20:27
 0
ზვიად რატიანის საქმის პროკურორი – ბრალდებული თავს დაესხა პოლიციელს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რისი ამსახველი ვიდეოჩანაწერებიც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში

2025 წლის 23 ივნისს ბრალდებული თავს დაესხა პოლიციელს და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რისი ამსახველი ვიდეოჩანაწერებიც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში, – ამის შესახებ პოეტ ზვიად რატიანის საქმის პროკურორმა გიორგი გოგალაძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
პროკურორის თქმით, საქმეს, ასევე, ერთვის პოლიციელთა ჩვენებები და მოწმეთა გამოკითხვის ოქმები.
“ბრალდებულს ბრალი წარდგენილი აქვს პოლიციელზე თავდასხმისა და მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე, კერძოდ 2025 წლის 23 ივნისს იგი თავს დაესხა პოლიციელს და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რისი ამსახველი ვიდეო ჩანაწერებიც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში. გარდა პოლიციელთა ჩვენებისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებისა, აღნიშნული ვიდეო ჩანაწერები ნათლად ასახავს, რომ ბრალდებული თავს ესხმის პოლიციელს და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს მას.
სხვა დეტალებთან მიმართებაში უკვე გამოძიების მსვლელობის ეტაპზე დადგინდება და შემდეგ უკვე საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე იქნება გარკვეული”, – განმარტა პროკურორმა.
ცნობისთვის, ზვიად რატიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow