ზუგდიდში მომხდარი ხანძრის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, დაშავდა კიდევ ერთი
ზუგდიდში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩენილ ხანძარს ქალი ემსხვერპლა, დაშავდა ოჯახის კიდევ ერთი წევრი, რომელიც ქუთაისის საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაშავებულის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის მძიმეა. NEWS.On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ამ დროისთვის უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი და სხვა დეტალები. ...

What's Your Reaction?






