
“ვიზა-ლიბერალიზაციის შეჩერებაზე
1. შენგენის ზონასთან უვიზო მიმოსვლა მივიღეთ არაერთ სფეროში გატარებული რეფორმების შედეგად. არსებობს კონკრეტული კრიტერიუმები, რომლებსაც ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს, იმისათვის რომ მიიღოს ე.წ. Visa-free. ამ კრიტერიუმებში, ბევრ სხვა ‘ტექნიკური შინაარსის’ კრიტერიუმთან ერთად, შედის visa-free-ს მსურველი ქვეყნის მხრიდან დემოკრატიული პრინციპების, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების პატივისცემა. ანუ, თუ გვინდა რომ შევინარჩუნოთ შენგენის ზონასთან უვიზო მიმოსვლა, უნდა ვაჩვენოთ რომ ამ პრინციპებს პატივს ვცემთ. შეფასებას, რამდენად რეალურად ვაკეთებთ ამას, აკეთებს თავად ევროკავშირი. ახლა ფიქრობენ რომ სხვაგან ვართ.
2. გარდა ნახსენები პრინციპებისა, უსაფრთხოება არის ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხი, რომელიც განიხილება შენგენის ზონასთან visa-free-ს მიღება/შეჩერება/გაუქმების შემთხვევაში. ცალკე თავია. დღეს ევროპა დეფაქტო ომშია რუსეთთან. ფიზიკურად ეს ომი მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზეა, მაგრამ პუტინის
რუსეთის მიზნებთან დაკავშირებით, ისევე როგორც ომის ჰიბრიდულ ხასიათთან დაკავშირებით, კითხვები ევროპაში აღარავის აქვს (გარდა კრემლის მიერ ნაყიდი იქაური ქოცებისა ან სასარგებლო იდიოტებისა). უვიზო მიმოსვლა ქვეყანასთან რომელიც სულ უფრო შორდება დასავლეთს და სულ უფრო ეხუტება რუსეთს, ევროპის ქვეყნებისთვის აჩენს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს. ამას ხედავენ და ამაზე ლაპარაკობენ.
3. ქოცების უკანასკნელი დღეების მესიჯბოქსი რომ არ დარჩეს უპასუხოდ: ვიზა-ლიბერალიზაციის შეჩერებაზე გადაწყვეტილებას არ იღებენ ვიღაც ‘გაზულუქებული ბიუროკრატები’. როგორც არ უნდა ეცადონ ეს სირები, ვერ შეტენიან ამ ამბავს ბრიუსელის ბიუროკრატიას. გადაწყვეტილება მიიღება ევროპული საბჭოს მიერ, კვალიფიციური უმრავლესობით (ამ წუთის მდგომარეობით 27-დან 15-მა ქვეყანამ უნდა დაუჭიროს მხარი + ამ 15 ქვეყანაში უნდა ცხოვრობდეს წევრი ქვეყნების მოსახლეობის 65% მაინც). ევროპული საბჭო შედგება ევროკავშირის წვერი ქვეყნების პირველი პირებისგან ანუ უმაღლესი პოლიტიკური თანმდებობის მქონე პირებისგან. ბიუროკრატია პროცესის ნაწილია, მაგრამ თუ ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული (რისი ალბათობაც დღითიდღე იზრდება), ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული წევრი ქვეყნების მოსახლეობების მიერ დემოკრატიულად არჩეული ლიდერების მიერ. და არა ‘გაზულუქებული ბიუროკრატიის’.
4. და ბოლოს, ჯერჯერობით რაც ჩანს, საუბარია არა visa-free-ს გაუქებაზე (რაც სხვა ტიპის პროცესია და სხვა ევროპული ინსტიტუტების ჩართულობასაც მოითხოვს), არამედ შეჩერებაზე. შეჩერება ნიშნავს გარკვეული პირობების დაწესებას, რომელთა შესრულების შემთხვევაში visa-free აღდგება. შეჩერება შეიძლება მოხდეს 6 თვით, 9 თვით. თუ ამ დაწესებულ ვადაში არ მოხდება დათქმული პირობების შესრულება, უკვე მერე ამუშავდება visa-free-ს გაუქმების მექანიზმი,” – წერს ზურაბ ჯაფარიძრ სოციალურ ქსელში.