„ზღაპრების ნაცვლად საქართველოს ისტორიას უყვებოდა მამამისი“ – ვინ არის ზვიად ცეცხლაძე

„მოგესალმებით გლდანის #8 პენიტენციური დაწესებულების პირველი E კორპუსის 101-ე საკნიდან. აქ მყოფი უკანონო პატიმრები აქტიურად ვაკვირდებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და არ გვსურს განზე გადგომა“, – ეს სარედაქციო სვეტია გაზეთის, რომელიც 19 წლის უკანონო პატიმარმა ზვიად ცეცხლაძემ ციხეში გამოუშვა. „საკანი 101“ – ასე ჰქვია გაზეთს და მისი პირველი ნომერი 2025 წლის 10 იანვარს გამოვიდა. ძველ ბათუმში, […]

თებ. 16, 2025 - 12:26
 0
„ზღაპრების ნაცვლად საქართველოს ისტორიას უყვებოდა მამამისი“ – ვინ არის ზვიად ცეცხლაძე

„მოგესალმებით გლდანის #8 პენიტენციური დაწესებულების პირველი E კორპუსის 101-ე საკნიდან. აქ მყოფი უკანონო პატიმრები აქტიურად ვაკვირდებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და არ გვსურს განზე გადგომა“, – ეს სარედაქციო სვეტია გაზეთის, რომელიც 19 წლის უკანონო პატიმარმა ზვიად ცეცხლაძემ ციხეში გამოუშვა.

„საკანი 101“ – ასე ჰქვია გაზეთს და მისი პირველი ნომერი 2025 წლის 10 იანვარს გამოვიდა.

ძველ ბათუმში, ზვიად ცეცხლაძის სახლისკენ ქვაფენილიანი გზა მიდის. 10 იანვრის დილაა. ზვიადის სახლში მისი მშობლები თბილისში წასასვლელად ემზადებიან. 11 იანვარს ზვიადის სასამართლო სხდომა უნდა გაიმართოს.

დილის 11 საათია, ზვიადის დედასთან, ნარგიზ დავითაძესთან ინტერვიუს ტელეფონის ზარის გამო ვწყვეტთ. „ზურა, ზვიოა? მოდი, მოდი…“ – ეძახის ნარგიზი მეუღლეს და სთხოვს, ტელეფონი შემოიტანოს. ვიდეო კადრის გაფუჭება არ უნდა, მაგრამ არც შვილის ზარის გამოტოვება სურს.

„რა ხდება მაქეთ?“ – ეს იყო ზვიადის პირველი კითხვა მშობლებთან.

მშობლებს ზვიადთან ხანმოკლე საუბარი ჰქონდათ. ზვიადმა მათ სთხოვა, რომ ციხეში შეეგზავნათ წიგნი ზვიად გამსახურდიას შესახებ. საუბარი ორ წუთს გრძელდება. მშობლები ზვიადს ჰპირდებიან, რომ მეორე დღეს პროცესზე ნახავენ.

„მხნედ ვარ, ამაყად ვარ, ბრძოლის სულისკვეთებით. რა ხვედრიც გვარგუნა ამას ვიაზრებთ – საზოგადოებას იმედს არ გავუცრუებთ. ვიბრძვით გამარჯვებამდე,“ – საზოგადოებისთვის გზავნილს უტოვებს მშობლებს ზვიადი.

„თვეში 15 წუთი აქვს საუბრისთვის და ამ წუთებს ანაწილებს. როცა დარეკავს, ცდილობს სწრაფად ილაპარაკოს და ეს წუთები გამოიზოგოს. თავიდან არ იცოდა და ერთბაშად მიახარჯა. ამის გამო მთელი ათი დღე არ ჰქონდა სასაუბრო წუთები და ვერ დაგველაპარაკა. ახლა რაციონალურად ანაწილებს. 3 დღეში ერთხელ მაინც რეკავს,“ – გვიხსნის ზურა ცეცხლაძემ, ზვიადის მამა.

„როცა მისი ზარი შემოდის, მერე ძალა მემატება“ – გვეუბნება ზვიადის დედა, ნარგიზ დავითაძე და ვაგრძელებთ ინტერვიუს, რომელსაც ზვიადის ოთახში ვწერთ.

ზვიადის ოთახის ერთ კედელზე მსოფლიო რუკის გამოსახულებითაა შპალერი გაკრული. ყველგან, სადაც რუკაზე წერია, წარწერა გადახაზულია და ლურჯი კალმითაა მიწერილი „Occupant“.

„ერთ დღეს სახლში რომ მოვედი ასეთი დამხვდა კედელი,“ – გვიხსნის ზვიადი დედა.

მას შემდეგ, რაც ზვიად ცეცხლაძის სახელი ყველამ გაიგო, რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში? – ვეკითხებით ზვიადის დედას.

„ნერვიულობა, მეტი არაფერი არ შეიცვალა. არ მეგონა თუ პატრიოტიზმი და ასეთი რაღაცები ხალხს გააღიზიანებდა“ – გვპასუხობს ის.

ნარგიზ დავითაძე ამბობს, რომ ზვიადის პატრიოტად გაზრდა „მამამისის ბრალია“.

„პატარაობისას ზურას გარეშე არ იძინებდა. იძახდა – მამა მომიწვევსო. ზურა ზღაპრების ნაცვლად უყვებოდა ამბებს საქართველოზე, როგორი იყო ჩვენი ქვეყანა. რა გამოიარა ჩვენმა წინაპრებმა. ისრუტავდა ბავშვი.

ვრცლად

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow