თავდასხმა ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, ჟურნალისტი მარიამ მაკასარაშვილი, რომელსაც, არხის ცნობით, ყოფილი ვიცე გუბერნატორის, გიორგი შინჯიკაშვილის მამამ სახეში მუშტი ჩაარტყა, კლინიკაში გადაჰყავთ. მანამდე ჟურნალისტს პირველადი სამედიცინო შემოწმება ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადის წევრებმა აღმოუჩინეს. ტელეკომპანიის განმარტებით, მარიამ მაკასარაშვილს თავისა და თვალის არეში ძლიერი ტკივილი, ასევე წვა აღენიშნება. ტვ პირველის ინფორმაციით გადამდგარი ვიცე გუბერნატორის მამა ჟურნალისტ მარიამ მაკასარაშვილს და არხის ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდა, გაიტაცა "ტვ პირველის" კამერა და ჟურნალისტის მობილური ტელეფონი. "მარიამ მაკასარაშვილი ამბობს, რომ შინჯიკაშვილის მამამ ტექნიკა მას შემდეგ დააბრუნა, რაც გადამდგარი ვიცე გუბერნატორის სახლთან შავი დაბურული მინებით ავტომობილები გამოჩნდნენ. ჟურნალისტის თქმით, მას ეს ადამიანები მიმართავდნენ, რატომ სვამდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროს ზვიად ხარაზიშვილთან დაკავშირებით კითხვას. ჟურნალისტი ამბობს, რომ ყოფილი მაღალჩინოსნის მამასთან ინტერვიუ მისივე ნებართვით შედგა.

მაი. 12, 2025 - 20:57
 0
თავდასხმა ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, ჟურნალისტი მარიამ მაკასარაშვილი, რომელსაც, არხის ცნობით, ყოფილი ვიცე გუბერნატორის, გიორგი შინჯიკაშვილის მამამ სახეში მუშტი ჩაარტყა, კლინიკაში გადაჰყავთ.
მანამდე ჟურნალისტს პირველადი სამედიცინო შემოწმება ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადის წევრებმა აღმოუჩინეს. ტელეკომპანიის განმარტებით, მარიამ მაკასარაშვილს თავისა და თვალის არეში ძლიერი ტკივილი, ასევე წვა აღენიშნება.
ტვ პირველის ინფორმაციით გადამდგარი ვიცე გუბერნატორის მამა ჟურნალისტ მარიამ მაკასარაშვილს და არხის ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდა, გაიტაცა "ტვ პირველის" კამერა და ჟურნალისტის მობილური ტელეფონი.
"მარიამ მაკასარაშვილი ამბობს, რომ შინჯიკაშვილის მამამ ტექნიკა მას შემდეგ დააბრუნა, რაც გადამდგარი ვიცე გუბერნატორის სახლთან შავი დაბურული მინებით ავტომობილები გამოჩნდნენ.
ჟურნალისტის თქმით, მას ეს ადამიანები მიმართავდნენ, რატომ სვამდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროს ზვიად ხარაზიშვილთან დაკავშირებით კითხვას. ჟურნალისტი ამბობს, რომ ყოფილი მაღალჩინოსნის მამასთან ინტერვიუ მისივე ნებართვით შედგა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow