თავდასხმაზე დამკვეთი იყო მიხეილ სააკაშვილი, შემსრულებლები იყვნენ სპეცსამსახურები, კოდუა და აფხაზეთის სპეცრაზმი, ვანო მერაბიშვილმა ორგანიზება გაუკეთა ამ ყველაფერს - ვალერი გელაშვილი
იმ სახლის გამო, რომელიც რეზიდენციის მფლობელობაშია ახლა, მოგვივიდა დაპირისპირება, იყო პირადი შეურაცხყოფები მისი მხრიდან, - ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა, ვალერი გელაშვილმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა. „ფულის გადახდას არ აპირებდნენ, მაწვალებდნენ და იძულებული გავხდი, გაზეთში რაღაცები დამეწერა. სტატია დავწერე, ცოტა შეურაცხყოფაც მივაყენე, რადგან მე თვითონ ვიყავი შეურაცხყოფილი. შემდეგ დამემუქრნენ, რომ გაგისწორდებითო. ვილნიუსში ვიყავი და რომ ჩამოვედი ქალაქის ცენტრში მომიწყვეს თავდასხმა. დამკვეთი იყო მიხეილ სააკაშვილი და შემსრულებლები იყვნენ სპეცსამსახურები, კოდუა და აფხაზეთის სპეცრაზმი, ვანო მერაბიშვილმა ორგანიზება გაუკეთა ამ ყველაფერს. ადრე მიხეილ სააკაშვილმა ოქრუაშვილს სთხოვა და ოქრუაშვილმა უარი უთხრა, შემდეგ ვანო მერაბიშვილი დასთანხმდა და მან შეასრულა. ფუძის ძვალი მქონდა მოტეხილი. იშვიათად, რომ ვინმე გადარჩეს ასეთ შემთხვევაში“, - განაცხადა ვალერი გელაშვილმა. გელაშვილმა მისი ცემის ფაქტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ გარდა თავდასხმისა გაძარცვეს კიდეც, შემდგომ კი მისივე თანხა გადაუხადეს შემსრულებლებს. „მე შეხვედრა მქონდა შემსრულებლებთან, მათ ვუთხარი, რომ მე თქვენი ინტერესი არ მაქვს, რომ ციხეში წახვიდეთ, იმიტომ, რომ თქვენ ბრძანება გქონდათ და შეასრულებდით. პროკურატურაში შევხვდი ამ ბიჭებს, მოვიდნენ, ბოდიში მომიხადეს, ვიცოდით, რომ ოდესღაც პასუხს ვაგებდით ამაზეო. მე მათ ვაპატიე, იმიტომ, რომ ისინი არაფერ შუაში იყვნენ, ისინი იყვნენ ბრძანების შემსრულებლები. კოდუამ დაიბარა კაბინეტში და ჩემი ჩანთიდან ამოღებული ფულიდან, 10 ათასი დოლარი ამომიღეს და იქიდან მისცა 500-500 დოლარი, ბიჭებს დაურიგა. თავდასხმის დროს იარაღი წაიღეს, 10 ათასი დოლარი თანხობრივად წაიღეს და ძვირიანი ბეჭედი მქონდა 5 კარატიანი იყო ბრილიანტი და წაიღეს“, - განაცხადა ვალერი გელაშვილმა. როგორც ვალერი გელაშვილმა აღნიშნა, საავადმყოფოში გადასხმას უკეთებდნენ, რათა წყლით გავსებულიყო ფილტვები და გათიშულიყო. „ჯავშნიანი მანქანა მყავდა და საქართველოში დაჯავშნილი მანქანით დავდიოდი. მყავდა პირადი დაცვაც. „თბილისი მარიოტის“ მეორე მხარეს მეყენა ღამით მანქანა და რაღაცები გადამიჭრეს, დააზიანეს და იძულებული ვიყავი, ავტომობილი სერვისში გამეგზავნა. გადავჯექი მეუღლის მანქანაზე და მივდიოდი ხაშურისკენ. ელიავას ბაზრობას გავცდი თუ არა, ორმა შინდისფერმა მანქანამ გამიკეთა ბლოკირება და უკნიდან, ავტობუსიდან გადმოხტნენ სპეცრაზმის ფორმიანი 7-8 კაცი. ჯერ ავტომატი დაცალეს, შოკირება მოახდინეს ტერიტორიის, ავტომობილის უკანა და გვერდითა შუშები ჩამიმსხვრიეს. დაცვა გადავიდა, ხელები აწია, მეც გადავედი. თავად იარაღი მქონდა, მაგრამ ხელი არ მოვკიდე, რადგან ჩამცხრილავდნენ, ხელები ავწიე. ნიღბები ეკეთათ და მათგან ერთ-ერთმა მითხრა, ამის შემდეგ პრეზიდენტზე ვერაფერს ილაპარაკებო, კონდახი მომარტყა სახეში. დავვარდი ძირს, მივხვდი, რომ უკვე ბოლომდე მიიყვანდნენ საქმეს. ყოფილი სპორტსმენი ვარ და ბლოკირება გავიკეთე სახის, რათა სახეზე დარტყმები ამეცილებინა. ოთხი ადამიანი დაახლოებით ნახევარი წუთის განმავლობაში თავში მირტყამდა ჩექმებით, ხელები სულ დაღვლეპილი მქონდა. მანქანასთან ახლოს მივედი და გავჩერდი, გავიყინე, რათა თავი დაენებებინათ, თუ ვიმოძრავებდი, თავს არ დამანებებდნენ. შემდეგ იარაღი ამომაცალეს და წავიდნენ. მაშინვე ავდექი, მაგრამ ვეღარაფერს ვხედავდი, თვალის უპეები მქონდა ძალიან დასიებული, სისხლი მომდიოდა",- განაცხადა ვალერი გელაშვილმა. როგორც გელაშვილი იხსენებს, ლიეტუვის მაშინდელი პრეზიდენტი, ვალდას ადამკუსი შეხვდა მიხეილ სააკაშვილს და გააფრთხილა, რომ თუ ვალერი გელაშვილს იგი კვლავ შეეხებოდა, ადამკუსი იძულებული იქნებოდა, რეაგირება მოეხდინა. მისივე განცხადებით, ამ გაფრთხილების გამო, სააკაშვილი აღარ ეხებოდა და დაცვაც დაუნიშნა, თუმცა, შემდეგ ფიქრობდა, თუ როგორ გაეგდო პარლამენტიდან. „ვიცი, რომ ადამკუსი შეხვდა მიხეილ სააკაშვილს და გააფრთხილა, ხელს მოჰკიდებ ვალერი გელაშვილს და ვეღარ გაპატიებო. გააფრთხილა, რომ თუ შეეხები გელაშვილს, ჩემი ოჯახის წევრები ლიეტუვის მოქალაქეები არიან და ამიტომ, იძულებული ვიქნები რეაგირება მოვახდინოო. ამის გამო, მგონი, აღარ მეხებოდა სააკაშვილი. დამინიშნა დაცვა, მაგრამ შემდეგ ფიქრობდა, პარლამენტიდან როგორ გავეგდე. 2006 წელს საპროცედურო კომიტეტზე ინიციირება გააკეთეს, ვითომ, საბუთებს ჩემი ბიჭი აწერდა ხელს, ისიც ვალერი გელაშვილია. მოიტანეს საბუთი, აგერ, ვალერი გელაშვილი ბიზნეს საქმიანობას ხელს აწერსო, მე ვუთხარი, ჩახედეთ, 1985 წელშია ის დაბადებული-თქო, მაგრამ არავინ მომისმინა, [ხათუნა] გოგორიშვილი იყო მაშინ კომიტეტის თავმჯდომარე, გაიტანეს სხდომაზე, ცალმხრივად კენჭი მიყარეს და გამიშვეს პარლამენტიდან შეუთავსებელი საქმიანობის მოტივით“, - აღნიშნა ვალერი გელაშვილმა. ცნობისთვის, გამოძიების მასალების თანახმად, 2005 წელს გაზეთში გამოქვეყნებული სტატიის გამო, სადაც ვალერი გელაშვილი უკმაყოფილებას გამოთქვამდა ჩამორთმეული ქონების გამო და ბრალს სდებდა და აკრიტიკებდა მიხეილ სააკაშვილს, ყოფილი პრეზიდენტის მითითებით, თავს დაესხნენ და სასტიკად გაუსწორდნენ. ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე საქალაქო სასამართლომ 2016 წელს დამნაშავედ ცნო ყოფილი მაღალჩინოსნები: ვანო მერაბიშვილი, ერეკლე კოდუა და გია სირაძე. ასევე 2018 წელს, გელაშვილის ცემის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
იმ სახლის გამო, რომელიც რეზიდენციის მფლობელობაშია ახლა, მოგვივიდა დაპირისპირება, იყო პირადი შეურაცხყოფები მისი მხრიდან, - ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა, ვალერი გელაშვილმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.
„ფულის გადახდას არ აპირებდნენ, მაწვალებდნენ და იძულებული გავხდი, გაზეთში რაღაცები დამეწერა. სტატია დავწერე, ცოტა შეურაცხყოფაც მივაყენე, რადგან მე თვითონ ვიყავი შეურაცხყოფილი. შემდეგ დამემუქრნენ, რომ გაგისწორდებითო. ვილნიუსში ვიყავი და რომ ჩამოვედი ქალაქის ცენტრში მომიწყვეს თავდასხმა. დამკვეთი იყო მიხეილ სააკაშვილი და შემსრულებლები იყვნენ სპეცსამსახურები, კოდუა და აფხაზეთის სპეცრაზმი, ვანო მერაბიშვილმა ორგანიზება გაუკეთა ამ ყველაფერს. ადრე მიხეილ სააკაშვილმა ოქრუაშვილს სთხოვა და ოქრუაშვილმა უარი უთხრა, შემდეგ ვანო მერაბიშვილი დასთანხმდა და მან შეასრულა. ფუძის ძვალი მქონდა მოტეხილი. იშვიათად, რომ ვინმე გადარჩეს ასეთ შემთხვევაში“, - განაცხადა ვალერი გელაშვილმა.
გელაშვილმა მისი ცემის ფაქტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ გარდა თავდასხმისა გაძარცვეს კიდეც, შემდგომ კი მისივე თანხა გადაუხადეს შემსრულებლებს.
„მე შეხვედრა მქონდა შემსრულებლებთან, მათ ვუთხარი, რომ მე თქვენი ინტერესი არ მაქვს, რომ ციხეში წახვიდეთ, იმიტომ, რომ თქვენ ბრძანება გქონდათ და შეასრულებდით. პროკურატურაში შევხვდი ამ ბიჭებს, მოვიდნენ, ბოდიში მომიხადეს, ვიცოდით, რომ ოდესღაც პასუხს ვაგებდით ამაზეო. მე მათ ვაპატიე, იმიტომ, რომ ისინი არაფერ შუაში იყვნენ, ისინი იყვნენ ბრძანების შემსრულებლები. კოდუამ დაიბარა კაბინეტში და ჩემი ჩანთიდან ამოღებული ფულიდან, 10 ათასი დოლარი ამომიღეს და იქიდან მისცა 500-500 დოლარი, ბიჭებს დაურიგა. თავდასხმის დროს იარაღი წაიღეს, 10 ათასი დოლარი თანხობრივად წაიღეს და ძვირიანი ბეჭედი მქონდა 5 კარატიანი იყო ბრილიანტი და წაიღეს“, - განაცხადა ვალერი გელაშვილმა.
როგორც ვალერი გელაშვილმა აღნიშნა, საავადმყოფოში გადასხმას უკეთებდნენ, რათა წყლით გავსებულიყო ფილტვები და გათიშულიყო.
„ჯავშნიანი მანქანა მყავდა და საქართველოში დაჯავშნილი მანქანით დავდიოდი. მყავდა პირადი დაცვაც. „თბილისი მარიოტის“ მეორე მხარეს მეყენა ღამით მანქანა და რაღაცები გადამიჭრეს, დააზიანეს და იძულებული ვიყავი, ავტომობილი სერვისში გამეგზავნა. გადავჯექი მეუღლის მანქანაზე და მივდიოდი ხაშურისკენ. ელიავას ბაზრობას გავცდი თუ არა, ორმა შინდისფერმა მანქანამ გამიკეთა ბლოკირება და უკნიდან, ავტობუსიდან გადმოხტნენ სპეცრაზმის ფორმიანი 7-8 კაცი. ჯერ ავტომატი დაცალეს, შოკირება მოახდინეს ტერიტორიის, ავტომობილის უკანა და გვერდითა შუშები ჩამიმსხვრიეს. დაცვა გადავიდა, ხელები აწია, მეც გადავედი. თავად იარაღი მქონდა, მაგრამ ხელი არ მოვკიდე, რადგან ჩამცხრილავდნენ, ხელები ავწიე. ნიღბები ეკეთათ და მათგან ერთ-ერთმა მითხრა, ამის შემდეგ პრეზიდენტზე ვერაფერს ილაპარაკებო, კონდახი მომარტყა სახეში. დავვარდი ძირს, მივხვდი, რომ უკვე ბოლომდე მიიყვანდნენ საქმეს. ყოფილი სპორტსმენი ვარ და ბლოკირება გავიკეთე სახის, რათა სახეზე დარტყმები ამეცილებინა. ოთხი ადამიანი დაახლოებით ნახევარი წუთის განმავლობაში თავში მირტყამდა ჩექმებით, ხელები სულ დაღვლეპილი მქონდა. მანქანასთან ახლოს მივედი და გავჩერდი, გავიყინე, რათა თავი დაენებებინათ, თუ ვიმოძრავებდი, თავს არ დამანებებდნენ. შემდეგ იარაღი ამომაცალეს და წავიდნენ. მაშინვე ავდექი, მაგრამ ვეღარაფერს ვხედავდი, თვალის უპეები მქონდა ძალიან დასიებული, სისხლი მომდიოდა",- განაცხადა ვალერი გელაშვილმა.
როგორც გელაშვილი იხსენებს, ლიეტუვის მაშინდელი პრეზიდენტი, ვალდას ადამკუსი შეხვდა მიხეილ სააკაშვილს და გააფრთხილა, რომ თუ ვალერი გელაშვილს იგი კვლავ შეეხებოდა, ადამკუსი იძულებული იქნებოდა, რეაგირება მოეხდინა.
მისივე განცხადებით, ამ გაფრთხილების გამო, სააკაშვილი აღარ ეხებოდა და დაცვაც დაუნიშნა, თუმცა, შემდეგ ფიქრობდა, თუ როგორ გაეგდო პარლამენტიდან.
„ვიცი, რომ ადამკუსი შეხვდა მიხეილ სააკაშვილს და გააფრთხილა, ხელს მოჰკიდებ ვალერი გელაშვილს და ვეღარ გაპატიებო. გააფრთხილა, რომ თუ შეეხები გელაშვილს, ჩემი ოჯახის წევრები ლიეტუვის მოქალაქეები არიან და ამიტომ, იძულებული ვიქნები რეაგირება მოვახდინოო. ამის გამო, მგონი, აღარ მეხებოდა სააკაშვილი. დამინიშნა დაცვა, მაგრამ შემდეგ ფიქრობდა, პარლამენტიდან როგორ გავეგდე. 2006 წელს საპროცედურო კომიტეტზე ინიციირება გააკეთეს, ვითომ, საბუთებს ჩემი ბიჭი აწერდა ხელს, ისიც ვალერი გელაშვილია. მოიტანეს საბუთი, აგერ, ვალერი გელაშვილი ბიზნეს საქმიანობას ხელს აწერსო, მე ვუთხარი, ჩახედეთ, 1985 წელშია ის დაბადებული-თქო, მაგრამ არავინ მომისმინა, [ხათუნა] გოგორიშვილი იყო მაშინ კომიტეტის თავმჯდომარე, გაიტანეს სხდომაზე, ცალმხრივად კენჭი მიყარეს და გამიშვეს პარლამენტიდან შეუთავსებელი საქმიანობის მოტივით“, - აღნიშნა ვალერი გელაშვილმა.
ცნობისთვის, გამოძიების მასალების თანახმად, 2005 წელს გაზეთში გამოქვეყნებული სტატიის გამო, სადაც ვალერი გელაშვილი უკმაყოფილებას გამოთქვამდა ჩამორთმეული ქონების გამო და ბრალს სდებდა და აკრიტიკებდა მიხეილ სააკაშვილს, ყოფილი პრეზიდენტის მითითებით, თავს დაესხნენ და სასტიკად გაუსწორდნენ. ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე საქალაქო სასამართლომ 2016 წელს დამნაშავედ ცნო ყოფილი მაღალჩინოსნები: ვანო მერაბიშვილი, ერეკლე კოდუა და გია სირაძე. ასევე 2018 წელს, გელაშვილის ცემის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
What's Your Reaction?






