თავიდანვე ნათელი იყო რეჟიმის განზრახვა, დაეხვრიტათ როინ შავაძე - სოზარ სუბარი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ როინ შავაძე შეგნებულად არის დახვრეტილი. ამის შესახებ დეპუტატმა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც როინ შავაძის მკვლელობის საქმე განიხილებოდა. ვიცე-სპიკერმა გაიხსენა 2008 წლის სახალხო დამცველის ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ როინ შავაძეს მოხვედრილი ჰქონდა 20 ტყვია და აქვე აღნიშნა, რომ თუკი ადგილი ჰქონდა შავაძის მხრიდან გაქცევის მცდელობას, მაშინ ეს ოცივე ტყვია არ ექნებოდა წინა მხრიდან ნასროლი. „ამ საქმეზე დღეს უკვე განაჩენი დამდგარია ძალიან ბევრი პირის მიმართ. სამწუხაროდ, სანამ სტრასბურგის სასამართლომ არ მიგვითითა ამ საქმის გამოძიებისკენ, რატომღაც საქმეს ვერ მოვკიდეთ ხელი ისე, როგორც ეს საჭირო იყო. 2008 წლის სახალხო დამცველის მოხსენებაში ამ საქმის ბევრი ფაქტია ასახული. მათ შორის, მოყვანილია ციცინო შავაძის, როინ შავაძის მეუღლის სიტყვები – მითხრეს, რომ გაქცევას ცდილობდაო, რაზეც ის პასუხობს – ადამიანი, რომელსაც ფეხი და ხელი აქვს მოტეხილი, შეუიარაღებელი თვალითაც კი ეტყობა გაქცევის კვალი, გაქცევას როგორ მოახერხებდაო. როინ შავაძეს 20-ზე მეტი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი და ყველა გულ-მკერდის არეში, წინა მხრიდან.   შეუძლებელია გაქცევის მცდელობის დროს წინა მხრიდან მოხვედროდა ტყვიები, რითაც დასტურდება, რომ გაქცევის მცდელობას ადგილი არ ჰქონია. მეორე ტყუილი – ქაქუთი არის გურია-აჭარის საზღვარი და კითხვაზე – რატომ წაიყვანეთ შავაძე ამ მიმართულებით, პასუხი იყო, რომ თბილისში მიყავდათ. სინამდვილეში, თბილისში შავაძის წამოყვანა იმ დროს შეუძლებელი იყო იმ გზით, რადგან შიდა ქართლი მთლიანად იყო ოკუპირებული. თუ აუცილებელი იყო მისი თბილისში წამოყვანა, მაშინ ეს უნდა მომხდარიყო მთიანი აჭარის გავლით. ასე რომ, ეს იყო მეორე ტყუილი და თავიდანვე ნათელი იყო რეჟიმის განზრახვა, დაეხვრიტათ როინ შავაძე,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა. სოზარ სუბარი კომისიის სხდომაზე როინ შავაძის მეუღლე ციცინო შავაძისგან ასევე დაინტერესდა, ხომ არ ყოფილა მუქარა მათი ოჯახის მისამართით მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა. რაზეც ციცინო შავაძემ უპასუხა, რომ მუქარა გრძელდება დღემდე.

აპრ. 10, 2025 - 16:27
 0
თავიდანვე ნათელი იყო რეჟიმის განზრახვა, დაეხვრიტათ როინ შავაძე - სოზარ სუბარი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ როინ შავაძე შეგნებულად არის დახვრეტილი. ამის შესახებ დეპუტატმა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც როინ შავაძის მკვლელობის საქმე განიხილებოდა.

ვიცე-სპიკერმა გაიხსენა 2008 წლის სახალხო დამცველის ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ როინ შავაძეს მოხვედრილი ჰქონდა 20 ტყვია და აქვე აღნიშნა, რომ თუკი ადგილი ჰქონდა შავაძის მხრიდან გაქცევის მცდელობას, მაშინ ეს ოცივე ტყვია არ ექნებოდა წინა მხრიდან ნასროლი.

„ამ საქმეზე დღეს უკვე განაჩენი დამდგარია ძალიან ბევრი პირის მიმართ. სამწუხაროდ, სანამ სტრასბურგის სასამართლომ არ მიგვითითა ამ საქმის გამოძიებისკენ, რატომღაც საქმეს ვერ მოვკიდეთ ხელი ისე, როგორც ეს საჭირო იყო. 2008 წლის სახალხო დამცველის მოხსენებაში ამ საქმის ბევრი ფაქტია ასახული. მათ შორის, მოყვანილია ციცინო შავაძის, როინ შავაძის მეუღლის სიტყვები – მითხრეს, რომ გაქცევას ცდილობდაო, რაზეც ის პასუხობს – ადამიანი, რომელსაც ფეხი და ხელი აქვს მოტეხილი, შეუიარაღებელი თვალითაც კი ეტყობა გაქცევის კვალი, გაქცევას როგორ მოახერხებდაო. როინ შავაძეს 20-ზე მეტი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი და ყველა გულ-მკერდის არეში, წინა მხრიდან.

 

შეუძლებელია გაქცევის მცდელობის დროს წინა მხრიდან მოხვედროდა ტყვიები, რითაც დასტურდება, რომ გაქცევის მცდელობას ადგილი არ ჰქონია. მეორე ტყუილი – ქაქუთი არის გურია-აჭარის საზღვარი და კითხვაზე – რატომ წაიყვანეთ შავაძე ამ მიმართულებით, პასუხი იყო, რომ თბილისში მიყავდათ. სინამდვილეში, თბილისში შავაძის წამოყვანა იმ დროს შეუძლებელი იყო იმ გზით, რადგან შიდა ქართლი მთლიანად იყო ოკუპირებული. თუ აუცილებელი იყო მისი თბილისში წამოყვანა, მაშინ ეს უნდა მომხდარიყო მთიანი აჭარის გავლით. ასე რომ, ეს იყო მეორე ტყუილი და თავიდანვე ნათელი იყო რეჟიმის განზრახვა, დაეხვრიტათ როინ შავაძე,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარი კომისიის სხდომაზე როინ შავაძის მეუღლე ციცინო შავაძისგან ასევე დაინტერესდა, ხომ არ ყოფილა მუქარა მათი ოჯახის მისამართით მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა. რაზეც ციცინო შავაძემ უპასუხა, რომ მუქარა გრძელდება დღემდე.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow