“თავისუფლება არ იკარგება ხელბორკილით, ის ქრება დუმილითა და დანებებით” – პაატა მანჯგალაძე

სააგენტო "პარალელი" “თავისუფლება არ იკარგება ხელბორკილით, ის ქრება დუმილითა და დანებებით” – პაატა მანჯგალაძე “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე საზოგადოებას  ერთგვარი “ხმამაღალი პროტესტის” გამოხატვისკენ მოუწოდებს: “თავისუფლება არ იკარგება ხელბორკილით, ის ქრება დუმილითა და დანებებით. რეჟიმი იბრძვის ყოველი დღის მოგებისთვის, მაგრამ ყოველი მათი ახალი დღე არის ახალი ზიანი საქართველოსთვის. როცა დუმილი თანხმობას ნიშნავს, თავისუფლება ტოვებს ხალხს. „ეს მე არ მეხება“ არის ბიძინას მთავარი მოკავშირე რომ მისი რეჟიმი კვლავ გაგრძელდეს. […] “თავისუფლება არ იკარგება ხელბორკილით, ის ქრება დუმილითა და დანებებით” – პაატა მანჯგალაძე პარალელი

ივნ. 21, 2025 - 19:27
 0
“თავისუფლება არ იკარგება ხელბორკილით, ის ქრება დუმილითა და დანებებით” – პაატა მანჯგალაძე

სააგენტო "პარალელი"
“თავისუფლება არ იკარგება ხელბორკილით, ის ქრება დუმილითა და დანებებით” – პაატა მანჯგალაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე საზოგადოებას  ერთგვარი “ხმამაღალი პროტესტის” გამოხატვისკენ მოუწოდებს:

თავისუფლება არ იკარგება ხელბორკილით, ის ქრება დუმილითა და დანებებით.

რეჟიმი იბრძვის ყოველი დღის მოგებისთვის, მაგრამ ყოველი მათი ახალი დღე არის ახალი ზიანი საქართველოსთვის.

როცა დუმილი თანხმობას ნიშნავს, თავისუფლება ტოვებს ხალხს. ეს მე არ მეხება“ არის ბიძინას მთავარი მოკავშირე რომ მისი რეჟიმი კვლავ გაგრძელდეს.

თავისუფლებას გმირები არ სჭირდება, მას ვჭირდებით ჩვენ, ვინც არ დუმს, არ ნებდება და არ ეშინია.

„ავტორიტარიზმი იბადება მაშინ, როცა ხალხი ჩერდება და ფიქრს წყვეტს“.

იმედგაცრუება არის ივანიშვილის მთავარი მოკავშირე, “არაფერი შეიცვლება“ ეს არის ის, რაც მათ უნდათ რომ დაგვაჯერონ.

არ არის საჭირო თავდადება, საკმარისია თითოეული ჩვენგანის „არა“ და რეჟიმი იშლება!

დაიჯერე, ჩვენ ეს შეგვიძლია!
თავისუფლება ღირს იმად რომ არ გავჩუმდეთ და გავიმარჯვოთ!” – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

“თავისუფლება არ იკარგება ხელბორკილით, ის ქრება დუმილითა და დანებებით” – პაატა მანჯგალაძე
პარალელი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow