“თამთა სანიკიძე ჩემი ნათესავია, ვთხოვე, დაეთმო ეთერი, მაგრამ არა” – საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოების ხმის გარეშე

სინდისის პატიმრის, თორნიკე გოშაძის დედა ამბობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი რეჟიმის ტყვეების მშობლებისთვის დახურულია – მარიზი კობახიძე კონკრეტულ ფაქტზე საუბრობს და აცხადებს, რომ მან პირველი არხის ჟურნალისტს და წამყვანს თამთა სანიკიძეს პირადად მიმართა და ეთერის დათმობა სთხოვა, თუმცა უშედეგოდ. “თამთა სანიკიძე ჩემი ნათესავია. ახლობლად ჩავთვლი, მე თვითონ რამდენად ჩამთვლის, არ ვიცი. ის არის ჩემი ბიძაშვილიშვილის მეუღლე და […] The post “თამთა სანიკიძე ჩემი ნათესავია, ვთხოვე, დაეთმო ეთერი, მაგრამ არა” – საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოების ხმის გარეშე appeared first on .

მარ. 13, 2025 - 16:57
 0
“თამთა სანიკიძე ჩემი ნათესავია, ვთხოვე, დაეთმო ეთერი, მაგრამ არა” – საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოების ხმის გარეშე

სინდისის პატიმრის, თორნიკე გოშაძის დედა ამბობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი რეჟიმის ტყვეების მშობლებისთვის დახურულია – მარიზი კობახიძე კონკრეტულ ფაქტზე საუბრობს და აცხადებს, რომ მან პირველი არხის ჟურნალისტს და წამყვანს თამთა სანიკიძეს პირადად მიმართა და ეთერის დათმობა სთხოვა, თუმცა უშედეგოდ.

“თამთა სანიკიძე ჩემი ნათესავია. ახლობლად ჩავთვლი, მე თვითონ რამდენად ჩამთვლის, არ ვიცი. ის არის ჩემი ბიძაშვილიშვილის მეუღლე და საკმაოდ კარგი ჟურნალისტი. მე იძულებული გავხდი და მას მივმართე, რომ მე თუნდაც ერთი დედა, მივეწვიე, რადგან ვიცი, რომ წარმატებული ჟურნალისტია და მაგას ვერავინ ვერაფერს ვერ აუკრძალავს, ვერცერთი უფროსი ვერ ეტყვის, რატომ გააკეთეო. ამიტომ ხომ შეიძლება გაითვალისწინოს ეს თხოვნა და მე ვიტყვი ყველა დედის სათქმელს იქ, მაგრამ არა.

ჩვენი გადასახადებით არჩენენ ოჯახებს საზოგადოებრივ მაუწყებელში. მშიშრები არიან, ასე ვფიქრობ მე. რა გახდა, რომ ორი დედა მოგვიწვიოს. ვფიქრობ, ერიდებიან, რომ რაიონებში ხალხმა არ ნახოს, რას ვსაუბრობთ ჩვენს შვილებზე. ალბათ, ამას არიდებენ თავს, რომ ჩვენ, დედებმა არ ვისაუბროთ ჩვენი შვილების უდანაშაულობაზე…”- ამბობს მარიზი კობახიძე.

The post “თამთა სანიკიძე ჩემი ნათესავია, ვთხოვე, დაეთმო ეთერი, მაგრამ არა” – საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოების ხმის გარეშე appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow