თამო კეშელავა: ანწუხელიძე რომ გაგატანოთ საჯიჯგნად, გული უნდა ამოგვაცალოთ, სხვანაირად ვერ წაიყვანთ, სხვანაირად ვერ გადამალავთ

“ჯერ ილია უნდოდათ… მაგრამ ილიას ნათქვამი, რომ რუსეთთან შეერთება ერის სიკვდილია, იმდენჯერ მოხვდათ ცხვირში, აღარ ახსენებენ. თან, უი და ლიბერალი რომ იყო ეს ილია, გვცოდნია. ვაჟასთან უარესად წაიტეხეს ცხვირი. მერე დავითი უნდოდათ გადაეწერათ აღმაშენებელი, მაგრამ მტერს რომ არ უნდა ეომოს, ეგეთი დავითი ვერ გამოძერწეს და თან ეომოს რომელია, უკანდაუხეველი ომი იცოდა. მერე ერეკლე უნდოდათ თავისიანად […]

აპრ. 12, 2025 - 03:27
 0
თამო კეშელავა: ანწუხელიძე რომ გაგატანოთ საჯიჯგნად, გული უნდა ამოგვაცალოთ, სხვანაირად ვერ წაიყვანთ, სხვანაირად ვერ გადამალავთ
“ჯერ ილია უნდოდათ…
მაგრამ ილიას ნათქვამი, რომ რუსეთთან შეერთება ერის სიკვდილია, იმდენჯერ მოხვდათ ცხვირში, აღარ ახსენებენ.
თან, უი და ლიბერალი რომ იყო ეს ილია, გვცოდნია.
ვაჟასთან უარესად წაიტეხეს ცხვირი.
მერე დავითი უნდოდათ გადაეწერათ აღმაშენებელი, მაგრამ მტერს რომ არ უნდა ეომოს, ეგეთი დავითი ვერ გამოძერწეს და თან ეომოს რომელია, უკანდაუხეველი ომი იცოდა.
მერე ერეკლე უნდოდათ თავისიანად წარმოეჩინათ და ვერც ეგ გაიტანეს.
მერე ზვიადს მისწვდნენ, მაგრამ ზვიადს ნამეტანი ნალანძღი ჰყავს გარეთ და შიგნით საპატრიარქო და აი, ვერ ჩაჯდა.
ახლა, თანამედროვე გმირი, ანწუხელიძე ჰქონიათ ხელწამოსაკრავი.
ახლა ანწუხელიძის გადაწერა უნდათ.
ანწუხელიძე დღეს სჯობს მაგათ ყველას ერთად და მაგიტომ.
ყველაფრის, რაც ეროვნულია, რაც ბრძოლისუნარიანობის, თავგანწირვის. ერთმანეთის გატანის მაჩვენებელია, განადგურება უნდათ.
არა, ანწუხელიძესაც არ გაგატანთ.
სკოლის წიგნებიდან ქართველი კლასიკოსები ამოიღეთ, მშობლებს კაპიკებზე ამუშავებთ 10–12 საათი, რომ ვერ მოიცალონ შვილებისთვის და ჩვენმა შვილებმა მაინც იციან, მაინც წერია მათი გულის ფიცრებზე, რომ ანწუხელიძე უკვდავია.
და სდიეთ თქვენ ბანერებს.
ანწუხელიძე რომ გაგატანოთ საჯიჯგნად, გული უნდა ამოგვაცალოთ, სხვანაირად ვერ წაიყვანთ, სხვანაირად ვერ გადამალავთ.
და გული რომ ამოგვაცალოთ, გული უნდა იცოდეთ სადაა და თქვენ მეეჭვება, ეგ იცოდეთ,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამო კეშელავა.
“მარტივ ენაზე რომ ვთქვა, რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში? მე მაქვს ჩემს თანამებრძოლებთან ერთად უფლება დავსვა ეს კითხვა. ვინ ამიკრძალოს ამ კითხვის დასმას, ვერავინ. ამ კითხვას ვსვამთ – ყველა ბავშვს ჭირდება თავისი მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის. ამ შემთხვევაში სააკაშვილს ვგულისხმობთ“ – განაცხადა თეა წულუკიანმა  საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
ანწუხელიძე უკვდავია! – 12 აპრილს, 15:00 საათზე, პარლამენტის უკან აქცია დაანონსდა
“ყოველგვარ ზღვარს ცდება ქართული ოცნების წარმომადგენლების ნარატავი აგვისტოს გმირებთან და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობასთან მიმართებაში.  ოკუპანტია და ამას ვერცერთი ტერმინით ვერ გადაფარავენ.  უფლებას აძლევს საკუთარ თავს, რომ გიორგი ანწუხელიძე, ადამიანი, რომელმაც თავგანწირვის ფასად არ გადაუხვია სამშობლოს სიყვარულს და სიცოცხლის ბოლო წამამდე ებრძოდა მტერს, უაზროდ გაწირულად მოიხსენიოს.
თუ ღირსება ოდნავ მაინც შეგვრჩა და გვადარდებს ჩვენი ქვეყნის არამხოლოდ მომავალი, არამედ წარსულიც.
და თუ რეჟიმის შიშმა იმდენად არ გაგვტეხა, რომ ჩვენი გმირების სახელი უთავმოყვარეო ჯალათებს არ გავათელინოთ, ხვალ 15:00-ზე გელოდებით პარლამენტის უკან.
გიორგი ანწუხელიძე რუსებს მარტო დარჩენილიც ებრძოდა, მათ ვერ მოიპოვეს გმირის მორჩილება და ვერაფრით მიაყენებინეს შეურაცხყოფა საქართველოს სიმბოლოსთვის, ქართული დროშისთვის.
ჩვენ ავიტანთ ამ ხსოვნის შეურაცხყოფას?
ნიჰილიზმი და შიში ამასაც აგვატანინებს?
ერის ღირსება ყველაზე ძვირფასია, გამოდი!” – წერენ აქციის ორგანიზატორები.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow