თბილისის მერია 2 მილიონზე მეტი ღირებულების ვიდეოკამერებს შეიძენს

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა ტენდერი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების შესყიდვაზე, მონტაჟითა და კონფიგურაციით. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 048 258 ლარია (დღგ-ს ჩათვლით), ხოლო წინადადებების მიღება 3–8 სექტემბერს გაიმართება. შესყიდვა მოიცავს თანამედროვე ვიდეოთვალთვალის ინფრასტრუქტურის მოწყობას — საკომუნიკაციო არხების, ჭებისა და კარადების მონტაჟს, მეტალის ბოძების დამონტაჟებას, ოპტიკური და დენის კაბელების გაჭიმვას, ანტივანდალური არხების მოწყობას და PTZ კამერებისთვის წყლის ავზების […] The post თბილისის მერია 2 მილიონზე მეტი ღირებულების ვიდეოკამერებს შეიძენს appeared first on .

აგვ. 9, 2025 - 17:27
 0
თბილისის მერია 2 მილიონზე მეტი ღირებულების ვიდეოკამერებს შეიძენს

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა ტენდერი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების შესყიდვაზე, მონტაჟითა და კონფიგურაციით. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 048 258 ლარია (დღგ-ს ჩათვლით), ხოლო წინადადებების მიღება 3–8 სექტემბერს გაიმართება.

შესყიდვა მოიცავს თანამედროვე ვიდეოთვალთვალის ინფრასტრუქტურის მოწყობას — საკომუნიკაციო არხების, ჭებისა და კარადების მონტაჟს, მეტალის ბოძების დამონტაჟებას, ოპტიკური და დენის კაბელების გაჭიმვას, ანტივანდალური არხების მოწყობას და PTZ კამერებისთვის წყლის ავზების დამონტაჟებას ობიექტივის გასაწმენად. კამერები ინტეგრირებული იქნება მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის ერთიან ქსელთან და უზრუნველყოფილი იქნება 24-საათიანი ვიდეო-არქივიზაცია.

ტექნიკური დავალება ითვალისწინებს უსაფრთხოების, ინფრასტრუქტურული და ანტივანდალური სტანდარტების დაცვას, ასევე Hikcentral და pStor ლიცენზიების მინიმუმ 3-წლიანი მხარდაჭერით მიწოდებას. ყველა სამუშაო ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 25 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.

The post თბილისის მერია 2 მილიონზე მეტი ღირებულების ვიდეოკამერებს შეიძენს appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow