თბილისის მერია მეტროს სადგურ „დიდუბის“ ზედა ამოსასვლელის მიმდებარე ტერიტორიას მოაწესრიგებს
თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ მეტროს სადგურ „დიდუბის“ ზედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგების მიზნით საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა შეიმუშავა, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

What's Your Reaction?






