თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს 

თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურა გვარამიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, 30 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვს. გვარამიამ მისთვის დაკისრებული გირაო კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა. სხდომას თავად ნიკა გვარამია არ ესწრება. ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. ნიკა გვარამიას გირაოს გადასახდელად 50-დღიანი ვადა განესაზღვრა, მას აღნიშნული ვადა 7 ივნისს ამოეწურა.

ივნ. 13, 2025 - 11:57
 0
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს 

თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

პროკურატურა გვარამიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, 30 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვს.

გვარამიამ მისთვის დაკისრებული გირაო კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა. სხდომას თავად ნიკა გვარამია არ ესწრება.

ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. ნიკა გვარამიას გირაოს გადასახდელად 50-დღიანი ვადა განესაზღვრა, მას აღნიშნული ვადა 7 ივნისს ამოეწურა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow