თბილისში 25 წლის ჯარისკაცი ცემეს – “სამხედროს სახის ძვლები ჩამსხვრეული აქვს” – მედია
ტვ პირველის ინფორმაციით, ნაცემია 25 წლის ჯარისკაცი, მუხრან ხვედელიძე. ნაცემი ბიჭის ახლობლების თქმით, სამხედროს სახის ძვლები აქვს ჩამსხვრეული და ქალა-ტვინის მძიმე დაზიანება აღენიშნება. ახალგაზრდა კაცის გადარჩენას კლინიკა “პინეოს” ექიმები ცდილობენ, მას სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია რამდენიმე საათის წინ ჩაუტარდა, ახლა კი უგონო მდგომარეობაში იმყოფება. არსებული ინფორმაციით, ანგარიშსწორება თბილისის ერთ-ერთ ღამის კლუბთან მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, ხვედელიძეს კლუბის დაცვის თანამშრომლები […] The post თბილისში 25 წლის ჯარისკაცი ცემეს – “სამხედროს სახის ძვლები ჩამსხვრეული აქვს” – მედია appeared first on .

ტვ პირველის ინფორმაციით, ნაცემია 25 წლის ჯარისკაცი, მუხრან ხვედელიძე.
ნაცემი ბიჭის ახლობლების თქმით, სამხედროს სახის ძვლები აქვს ჩამსხვრეული და ქალა-ტვინის მძიმე დაზიანება აღენიშნება.
ახალგაზრდა კაცის გადარჩენას კლინიკა “პინეოს” ექიმები ცდილობენ, მას სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია რამდენიმე საათის წინ ჩაუტარდა, ახლა კი უგონო მდგომარეობაში იმყოფება.
არსებული ინფორმაციით, ანგარიშსწორება თბილისის ერთ-ერთ ღამის კლუბთან მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, ხვედელიძეს კლუბის დაცვის თანამშრომლები გაუსწორდნენ, ურტყეს წიხლები და მუშტი, შემდეგ კი გაიქცნენ და 25 წლის კაცი ქუჩაში მიატოვეს.
ტვ პირველის ინფორმაციით, სასტიკად ნაცემი პოლიციამ შემთხვევით იპოვა. ფაქტთან დაკავშირებით კი დაკავებულია სამი პირი.
მედია წერს, რომ 25 წლის მუხრან ხვედელიძეს, რომელიც შეიარაღებულ ძალებში, საკონტრაქტო სამსახურში მსახურობდა, 24 საათის განმავლობაში ეძებდა მისი შენაერთიც, თუმცა, უცნობია რა იგულისხმება ძებნაში, მაგალითად, ჯარისკაცს ურეკავდნენ, თუ განცხადება გაავრცელეს, ჯარისკაცის ოჯახს დაურეკეს მხოლოდ, თუ შსს–ს შეატყობინეს? თუ შსს–ს შეატყობინეს, ჰქონდა თუ არა ჯარისკაცს თან ტელეფონი, რომ მისი მონაცემით ეპოვათ ადგილმდებარეობა, რათა არ დალოდებოდნენ, როდის იპოვიდა ვინმე შემთხვევით?
The post თბილისში 25 წლის ჯარისკაცი ცემეს – “სამხედროს სახის ძვლები ჩამსხვრეული აქვს” – მედია appeared first on .
What's Your Reaction?






