თბილისში გამოსახლების პროცესი მოსახლეობასთან მორიგებით დასრულდა
თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის გაყვანა, მათი ნივთების გატანა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. როგორც ცნობილი გახდა, აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა მაცხოვრებლების დიდ ნაწილთან შეთანხმებას მიაღწიეს და მათ დროებით საცხოვრებლებში გადაიყვანენ. ადგილზე დილიდან არაერთხელ მოხდა დაპირისპირება, ასევე დააკავეს 4 პირი. მისამართზე მდებარეობს ხუთი შენობა შავი კარკასის მდგომარეობით. განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ შენობა-ნაგებობები სრულად ამორტიზებულია და იქ მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშია. ამას ადასტურებს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, სადაც ცალსახად აღნიშნულია, რომ შენობების მზიდი კედლები დაზიანებულია და არსებობს მათი ნებისმიერ დროს ნგრევის საშიშროება.

თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის გაყვანა, მათი ნივთების გატანა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
როგორც ცნობილი გახდა, აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა მაცხოვრებლების დიდ ნაწილთან შეთანხმებას მიაღწიეს და მათ დროებით საცხოვრებლებში გადაიყვანენ.
ადგილზე დილიდან არაერთხელ მოხდა დაპირისპირება, ასევე დააკავეს 4 პირი. მისამართზე მდებარეობს ხუთი შენობა შავი კარკასის მდგომარეობით.
განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ შენობა-ნაგებობები სრულად ამორტიზებულია და იქ მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშია.
ამას ადასტურებს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, სადაც ცალსახად აღნიშნულია, რომ შენობების მზიდი კედლები დაზიანებულია და არსებობს მათი ნებისმიერ დროს ნგრევის საშიშროება.
What's Your Reaction?






