თბილისში, ერთ-ერთი ბარის მფლობელმა პერსონალთან ერთად ფულის გამოძალვის თაღლითური სქემა შეიმუშავა – დააკავეს 6 პირი

შსს-ს ინფორმაციით, თაღლითობის მცდელობის ფაქტზე 6 პირი დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მდებარე ერთ-ერთი ბარის მფლობელს ბრალდებულ თ.ა.-ს დასაქმებულ პერსონალთან ერთად შემუშავებული ჰქონდა თაღლითობის გეგმა, გადანაწილებული ჰქონდათ როლები და მათ დაწესებულებაში შესულ მოქალაქეებს თაღლითურად აკისრებდნენ სხვადასხვა ოდენობის თანხას. თუ სტუმარი უარს აცხადებდა თანხის გადახდაზე, თანამშრომლები მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლას ახორციელებდნენ. დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. […] The post თბილისში, ერთ-ერთი ბარის მფლობელმა პერსონალთან ერთად ფულის გამოძალვის თაღლითური სქემა შეიმუშავა – დააკავეს 6 პირი appeared first on .

აპრ. 15, 2025 - 13:57
 0
თბილისში, ერთ-ერთი ბარის მფლობელმა პერსონალთან ერთად ფულის გამოძალვის თაღლითური სქემა შეიმუშავა – დააკავეს 6 პირი

შსს-ს ინფორმაციით, თაღლითობის მცდელობის ფაქტზე 6 პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მდებარე ერთ-ერთი ბარის მფლობელს ბრალდებულ თ.ა.-ს დასაქმებულ პერსონალთან ერთად შემუშავებული ჰქონდა თაღლითობის გეგმა, გადანაწილებული ჰქონდათ როლები და მათ დაწესებულებაში შესულ მოქალაქეებს თაღლითურად აკისრებდნენ სხვადასხვა ოდენობის თანხას. თუ სტუმარი უარს აცხადებდა თანხის გადახდაზე, თანამშრომლები მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლას ახორციელებდნენ.

დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობის მცდელობის ფაქტზე დაკავებული არიან: სომხეთის მოქალაქე 2005 წელს დაბადებული გ.ჰ., უკრაინის მოქალაქე 1986 წელს დაბადებული ტ.კ., წარსულში ნასამართლევი რუსეთის მოქალაქე 1994 წელს დაბადებული თ.ა., 2004 წელს დაბადებული კ.კ., 1996 წელს დაბადებული ა.ტ. და წარსულში ნასამართლევი 1992 წელს დაბადებული გ.ა.

ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მდებარე ერთ-ერთი ბარის მფლობელს ბრალდებულ თ.ა.-ს დასაქმებულ პერსონალთან ერთად შემუშავებული ჰქონდა თაღლითობის გეგმა, გადანაწილებული ჰქონდათ როლები და მათ დაწესებულებაში შესულ მოქალაქეებს თაღლითურად აკისრებდნენ სხვადასხვა ოდენობის თანხას.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლით მიმდინარეობს,” – წერია განცხადებაში. 

The post თბილისში, ერთ-ერთი ბარის მფლობელმა პერსონალთან ერთად ფულის გამოძალვის თაღლითური სქემა შეიმუშავა – დააკავეს 6 პირი appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow