“თევზის საკვებს უცხოეთში ვყიდულობთ, თუმცა ჩვენც შეგვიძლია ვაწარმოოთ… თევზის ფასიც დაიწევს” – ასოციაცია

საქართველოში არსებული სათევზე მეურნეობები იმპორტირებულ საკვებზე არიან დამოკიდებულნი. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა თევზის საკვების წარმოებისთვის საჭირო ნედლეულს აწარმოებს, არ აქვს მზა საკვების საწარმო, რის გამოც საკვებს იმ ქვეყნიდან ყიდულობს, სადაც ნედლეულს ყიდის. „კალმახის თვითღირებულებაში 70% საკვებზე მოდის, შესაბამისად ვალუტის გაცვლითი კურსი პირდაპირ მოქმედებს ფასზე, თუმცა გვაქვს პოტენციალი ჩვენვე ვაწარმოოთ საკვები. იცით, რომ ჩვენ ვაწარმოებთ თევზის […]

მაი. 11, 2025 - 19:27
 0
“თევზის საკვებს უცხოეთში ვყიდულობთ, თუმცა ჩვენც შეგვიძლია ვაწარმოოთ… თევზის ფასიც დაიწევს” – ასოციაცია

საქართველოში არსებული სათევზე მეურნეობები იმპორტირებულ საკვებზე არიან დამოკიდებულნი. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა თევზის საკვების წარმოებისთვის საჭირო ნედლეულს აწარმოებს, არ აქვს მზა საკვების საწარმო, რის გამოც საკვებს იმ ქვეყნიდან ყიდულობს, სადაც ნედლეულს ყიდის.
„კალმახის თვითღირებულებაში 70% საკვებზე მოდის, შესაბამისად ვალუტის გაცვლითი კურსი პირდაპირ მოქმედებს ფასზე, თუმცა გვაქვს პოტენციალი ჩვენვე ვაწარმოოთ საკვები. იცით, რომ ჩვენ ვაწარმოებთ თევზის ფქვილს, რომელსაც ვყიდით თურქეთში და შემდეგ მზა საკვებს ვყიდულობთ თურქეთიდან. უცხოელი ექსპერტები ამას ვერაფრით ვერ იგებენ, როგორ ხდება ასეთი რამ. ყველაფერი ხომ კურიოზული გვაქვს… ამას სჭირდება ხელშეწყობა.
იგივე შეიძლება ჩვენთან გაკეთდეს და ვაწარმოოთ საკვები. თევზის ფასიც დაიწევს, რადგან იმპორტზე დამოკიდებულება ზრდის ფასს“, – აცხადებს ნინო ჩობანიანი, საქართველოს თევზის მომშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი.
მისი თქმით, 2022 წლიდან დღემდე თევზის პროდუქტები 3-4 ლარით გაძვირდა.
„თევზი ფერმის კარზეც ძვირია. ფერმერებს წყლის გადასახადიც აქვთ და ბევრი ხარჯი, რაც ფასზე მოქმედებს“ – აცხადებს ჩობანიანი.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow