თეთრ სახლში აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის „უბრალოდ კითხვა დაუსვა“ მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე დარტყმების თაობაზე, მას “მეტი მკვლელობები“ არ წაუხალისებია და მუშაობს ომის დასასრულებლად

თეთრი სახლი ადასტურებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის “მოსკოვზე დატყმის” შესაძლებლობის შესახებ კითხვა დასუვა, თუმცა მას „მეტი მკვლელობები“ არ წაუხალისებია. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კაროლინ ლევიტმა Newsweek-თან კომენტარში განაცხადა. კერძოდ, მანამდე გამოცემები Financial Times და The Washington Post ინფორმაციას ავრცელებდნენ, რომ სატელეფონო საუბრის დროს ტრამპმა ზელენსკის ჰკითხა, შეუძლია თუ არა […]

ივლ. 15, 2025 - 22:27
 0
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის „უბრალოდ კითხვა დაუსვა“ მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე დარტყმების თაობაზე, მას “მეტი მკვლელობები“ არ წაუხალისებია და მუშაობს ომის დასასრულებლად

თეთრი სახლი ადასტურებს, რომ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს ს “მოსკოვზე დატყმის” შესაძლებლობის შესახებ კითხვა დასუვა, თუმცა მას „მეტი მკვლელობები“ არ წაუხალისებია. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კაროლინ ლევიტმა Newsweek-თან კომენტარში განაცხადა.
კერძოდ, მანამდე გამოცემები Financial Times და The Washington Post ინფორმაციას ავრცელებდნენ, რომ სატელეფონო საუბრის დროს ტრამპმა ზელენსკის ჰკითხა, შეუძლია თუ არა ს მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე დარტყმების განხორციელება.
Financial Times-ის წყაროს ცნობით, ტრამპს სურდა, რომ “მათ [რუსეთს] ტკივილი ეგრძნოთ” და სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ ებიძგა. Washington Post-ის ინფორმაციით კი, ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინას რუსეთის დედაქალაქზე დარტყმის განხორციელება შეუძლია “თუ საჭირო იარაღს მოგვცემთ”.
ამ ცნობების კომენტირებისას თეთრი სახლის პრესმდივანმა Financial Times-ს “ნახვების მოსაპოვებლად სიტყვების კონტექსტიდან ამოგლეჯა” დააბრალა.
“პრეზიდენტი ტრამპი უბრალოდ კითხვას სვამდა, მეტ მკვლელობას არ ახალისებდა. დაუღალავად მუშაობს მკვლელობების შესაჩერებლად და ამ ომის დასასრულებლად”, – განაცხადა ლევიტმა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow