თეთრ სახლში რუსეთთან მოლაპარაკებებს დაუკავშირეს ამ ქვეყნის უტარიფოდ დატოვება

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში უკრაინაში ომის დასასრულებლად რუსეთთან მიმდინარე მოლაპარაკებებით ახსნეს ის ფაქტი, რომ რუსეთი არ არის იმ 180-ზე მეტ ქვეყანას შორის, რომლებსაც ტრამპმა ტარიფები დაუწესა. მანამდე თეთრ სახლში მიზეზად ის დაასახელეს, რომ რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების გამო, ამ ქვეყანასთან ვაჭრობა პრაქტიკულად, არ აქვთ. 6 აპრილს, ტელეკომპანია ABC-სთან ინტერვიუში თეთრი სახლის ეროვნული ეკონომიკური საბჭოს ხელმძღვანელ […]

აპრ. 7, 2025 - 09:57
 0
თეთრ სახლში რუსეთთან მოლაპარაკებებს დაუკავშირეს ამ ქვეყნის უტარიფოდ დატოვება

აშშ-ის პრეზიდენტ ს ადმინისტრაციაში ში ომის დასასრულებლად რუსეთთან მიმდინარე მოლაპარაკებებით ახსნეს ის ფაქტი, რომ არ არის იმ 180-ზე მეტ ქვეყანას შორის, რომლებსაც ტრამპმა ტარიფები დაუწესა.
მანამდე თეთრ სახლში მიზეზად ის დაასახელეს, რომ რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების გამო, ამ ქვეყანასთან ვაჭრობა პრაქტიკულად, არ აქვთ.
6 აპრილს, ტელეკომპანია ABC-სთან ინტერვიუში თეთრი სახლის ეროვნული ეკონომიკური საბჭოს ხელმძღვანელ კევინ ჰასეტს ჰკითხეს, რატომ არ დაუწესეს საბაჟო ტარიფები რუსეთს. ჰასეტის თქმით, რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებები გრძელდება, ამიტომ ფიქრობს, რომ პრეზიდენტმა გადაწყვიტა უარი ეთქვა ორი საკითხის გაერთიანებაზე.
ჰასეტის განცხადებით, ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთის მიმართ მიდგომა ყოველთვის სხვებისგან განსხვავებული იქნება. ამასთან, ეკონომიკური საბჭოს ხელმძღვანელს არ განუმარტავს, რატომ დაუწესა შეერთებულმა შტატებმა 10%-იანი საბაჟო გადასახადი უკრაინას.
2 აპრილს -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ მსოფლიოს ქვეყნებს უწესებს საპასუხო საბაჟო გადასახადებს. მინიმალური ტარიფი 10%-ია, მათ შორის საქართველოსთვის.
ტრამპის ტარიფები არ შეეხო რუსეთს. თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლივიტმა 2 აპრილს, გამოცემა Axios-ს განუცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები ბარიერია რუსეთთან ყოველგვარი მნიშვნელოვანი ვაჭრობისთვის.
ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმაც განაცხადა, რომ სანქციების გამო რუსეთთან ვაჭრობა არ აქვთ.
აშშ-ის ოფიციალური სტატისტიკით, 2024 წელს რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა 3,5 მილიარდი დოლარი იყო. რუსეთიდან იმპორტმა 3 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის მაჩვენებელზე 34,2%-ით ნაკლებია.
აშშ-ის პრეზიდენტი ტარიფებს მიიჩნევს სხვა სახელმწიფოებზე ზეწოლის, სავაჭრო ბალანსის დაცვისა და ამერიკის ეკონომიკის გაძლიერების საშუალებად. ეკონომისტების შეფასებით, მსგავსი გადაწყვეტილებები რეცესიას და ფასების ზრდას გამოიწვევს და უარყოფითად აისახება ამერიკელებზეც.
6 აპრილს, ABC-სთან ინტერვიუში თეთრი სახლის ეროვნული ეკონომიკური საბჭოს ხელმძღვანელმა კევინ ჰასეტმა განაცხადა, რომ საბაჟო გადასახადების შესარბილებლად მოლაპარაკებები უკვე დაიწყო 50-ზე მეტმა ქვეყანამ. ჰასეტს კონკრეტული ქვეყნები არ დაუსახელებია.
ფორუმი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow