თეთრიწყაროში ქვეითად მოსიარულეს ავტომატიდან ესროლეს — დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი
თეთრიწყაროში სროლის შედეგად შუახნის კაცია დაჭრილი. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Aktual.ge ავრცელებს. მათივე ცნობით, დაახლოებით 14:00 საათზე ფეხით მოსიარულე კაცს უცნობმა პირმა ავტომატიდან ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. News.On.ge სხვა დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს. უწყებაში გვითხრეს, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ აქვთ. ...

What's Your Reaction?






