თეთრმა სახლმა სირიის წინააღმდეგ სანქციები მოხსნა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრანებას, რომლითაც ვაშინგტონი ხსნის სანქციებს სირიის წინააღმდეგ. ამავდროულად, თეთრი სახლის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ სანქციები ნარჩუნდება “ბაშარ ალ-ასადის, მისი თანამოაზრეების, ადამიანის უფლებების დამრღვევების, ნარკოტიკებით მოვაჭრეების, ქიმიური იარაღის საქმიანობასთან დაკავშირებული პირების, ISIS-ის ან მისი შვილობილი ორგანიზაციების და ირანელი მარიონეტების მიმართ.” ბრძანება იძლევა გარკვეული საქონელზე ექსპორტის კონტროლის შემსუბუქების საშუალებას და ხსნის […]

ივლ. 1, 2025 - 03:27
 0
თეთრმა სახლმა სირიის წინააღმდეგ სანქციები მოხსნა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრანებას, რომლითაც ვაშინგტონი ხსნის სანქციებს სირიის წინააღმდეგ.
ამავდროულად, თეთრი სახლის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ სანქციები ნარჩუნდება “ბაშარ ალ-ასადის, მისი თანამოაზრეების, ადამიანის უფლებების დამრღვევების, ნარკოტიკებით მოვაჭრეების, ქიმიური იარაღის საქმიანობასთან დაკავშირებული პირების, ISIS-ის ან მისი შვილობილი ორგანიზაციების და ირანელი მარიონეტების მიმართ.”
ბრძანება იძლევა გარკვეული საქონელზე ექსპორტის კონტროლის შემსუბუქების საშუალებას და ხსნის შეზღუდვებს სირიის მიერ გარკვეული უცხოური დახმარების მიღების მიმართ.
ამასთანავე, -ის სახელმწიფო მდივანს დაევალა გადახედოს ჰაიათ თაჰრირ ალ-შამისთვის (HTS) უცხოური ტერორისტული ორგანიზაციისა და ასევე სირიის ამჟამინდელი პრეზიდენტის, აჰმედ ალ-შარაას გლობალური ტერორისტის სტატუსს.
სახელმწიფო მდივანს ასევე დაევალა, გადაიხედოს სირიისთვის მინიჭებული ტერორიზმის მხარდამჭერი სახელმწიფოს სტატუსიც და ამასთანავე შეისწავლოს გაეროს სანქციების შემსუბუქების გზები სირიის სტაბიულრობის მხარდასაჭერად.
“სირიის მთავრობის მიერ ბოლო დროს განხორციელებული დადებითი ცვლილებები და ქმედებები, სასტიკი ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, სტაბილური და მშვიდობიანი მომავლის იმედს ავლენს.
ეს პოლიტიკა შეესაბამება აშშ-ის მიზნებს, ხელი შეუწყოს მშვიდობასა და სტაბილურობას რეგიონში, ამავდროულად, პასუხისგებაში მისცეს წარსულში ჩადენილი სისასტიკისა და ტერორიზმისთვის პასუხისმგებელი პირები”, – წერია თეთრი სახლის განცხადებაში.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow