თეთრმა სახლმა უკრაინულ მხარეს გადასცა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ტრამპის წინადადებები, მათ შორის არის ყირიმის ანექსიის აღიარება და ნატო-ში უკრაინის გაწევრიანებაზე უარი – WSJ

თეთრმა სახლმა უკრაინულ მხარეს გადასცა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ტრამპის წინადადებები, მათ შორის არის ყირიმის ანექსიის აღიარება და ნატო-ში უკრაინის გაწევრიანებაზე უარი – WSJ „უოლ სთრით ჯორნალის“ ცნობით, თეთრმა სახლმა უკრაინულ მხარეს გადასცა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ტრამპის წინადადებები. მათ შორის არის ყირიმის ანექსიის აღიარება და უარი ნატო-ში უკრაინის გაწევრიანებაზე. როგორც „უოლ სთრით ჯორნალი“ დასავლელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით […]

აპრ. 21, 2025 - 16:27
 0
თეთრმა სახლმა უკრაინულ მხარეს გადასცა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ტრამპის წინადადებები, მათ შორის არის ყირიმის ანექსიის აღიარება და ნატო-ში უკრაინის გაწევრიანებაზე უარი – WSJ

თეთრმა სახლმა უკრაინულ მხარეს გადასცა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ტრამპის წინადადებები, მათ შორის არის ს ანექსიის აღიარება და ნატო-ში უკრაინის გაწევრიანებაზე უარი – WSJ
„უოლ სთრით ჯორნალის“ ცნობით, თეთრმა სახლმა უკრაინულ მხარეს გადასცა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ტრამპის წინადადებები. მათ შორის არის ყირიმის ანექსიის აღიარება და უარი ნატო-ში უკრაინის გაწევრიანებაზე.
როგორც „უოლ სთრით ჯორნალი“ დასავლელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, ეს იდეები წარმოდგენილია კონფიდენციალურ დოკუმენტში, რომელიც ტრამპის წარმომადგენლებმა უკრაინელ კოლეგებს გასულ კვირას პარიზში გადასცეს. ანალოგიური წინადადებები წარუდგინეს -ის ევროპელ მოკავშირეებსაც.
მანამდე სააგენტო „ბლუმბერგმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, აშშ განიხილავს ს მიერ ყირიმის ანექსიის აღიარებას.
ამას გარდა, კიდევ ერთი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო ტერიტორია ნეიტრალურად გამოცხადდეს და აშშ-ის კონტროლქვეშ გადავიდეს. ამჟამად ელექტროსადგური რუსეთს აქვს დაკავებული.
როგორც „უოლ სთრით ჯორნალი“ წერს, აშშ ახლა ელოდება ს პასუხს ამ წინადადებებთან დაკავშირებით. როგორც ვარაუდობენ, კიევის პასუხი ცნობილი გახდება ამ კვირის ბოლოს, როდესაც ლონდონში აშშ-ის, უკრაინისა და ევროპის წარმომადგენლები შეიკრიბებიან. თუ ლონდონში ამერიკის, ევროპისა და უკრაინის პოზიციების თანხვედრა იქნება, მაშინ ეს წინადადებები გადაეცემა მოსკოვს.
ამასთან, როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი წარმომადგენელი აცხადებს, ეს იდეები წარმოადგენს კიევსთვის განსახილველ ვარიანტებს და არა – საბოლოო წინადადებებს.
„უოლ სთრით ჯორნალი“ ასევე აღნიშნავს, რომ აშშ-ის მიერ წარდგენილი წინადადებები არ შეესაბამება არც უკრაინის და არც რუსეთის მოთხოვნებს. არ განიხილავს ყირიმის ანექსიის აღიარებას, ხოლო რუსეთს მიაჩნია, რომ უკრაინის კიდევ ოთხი რეგიონი მას ეკუთვნის. ეს წინადადებები ასევე არ მოიცავს რუსეთის კიდევ ერთ მოთხოვნას, რომელიც უკრაინული არმიის შემცირებას, დასავლეთის მიერ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერასა და უკრაინაში ევროპელი სამხედრო ძალების განთავსებაზე უარის თქმას ითვალისწინებს.

1tv.ge

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow