თელავში ძაღლი პნევმატური იარაღით მოკლეს – ერთ პირს ბრალი წარედგინა
თელავში ძაღლი პნევმატური იარაღით მოკლეს – საქართველოს პროკურატურამ ცხოველისადმი ძალადობის ფაქტზე, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია, აგრეთვე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, 15 აგვისტოს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში, ბრალდებულმა პნევმატური იარაღიდან ესროლა ძაღლს, რის შედეგადაც ცხოველი დაიღუპა. „ბრალდებულის სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც იგი მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა. […] The post თელავში ძაღლი პნევმატური იარაღით მოკლეს – ერთ პირს ბრალი წარედგინა appeared first on .

თელავში ძაღლი პნევმატური იარაღით მოკლეს – საქართველოს პროკურატურამ ცხოველისადმი ძალადობის ფაქტზე, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია, აგრეთვე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, 15 აგვისტოს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში, ბრალდებულმა პნევმატური იარაღიდან ესროლა ძაღლს, რის შედეგადაც ცხოველი დაიღუპა.
„ბრალდებულის სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც იგი მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცხოველისადმი სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია) და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
The post თელავში ძაღლი პნევმატური იარაღით მოკლეს – ერთ პირს ბრალი წარედგინა appeared first on .
What's Your Reaction?






