თეონა ბაკურიძემ და თამარ ჩიხლაძემ TV ფორმულა დატოვეს

ჟურნალისტებმა, თეონა ბაკურიძემ და თამარ ჩიხლაძემ ტელეარხი ფორმულა დატოვეს. ჩიხლაძემ მაყურებელთან დამშვიდობებისას თქვა, რომ ჟურნალისტებმა არხის დატოვება პერსონალური მიზეზების გამო გადაწყვიტეს. “განსაკუთრებული მადლობა მაყურებელს, რომელიც გველოდა ყოველ სამუშაო დღეს 5-დან 7-მდე და გვენდობოდა. გვიჭირს ფორმულასთან გამომშვიდობება, ჩვენს შემთხვევაში პერსონალურმა მიზეზებმა სხვა არჩევანი არ დაგვიტოვა. ძალიან გვინდა ვთქვათ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ამ პროფესიაში ყოფნის დროს ვიცავდით პრინციპს, რომ “იმედზე” მნიშვნელოვანი “სიმართლეა”. სიმართლე არის ის, […] The post თეონა ბაკურიძემ და თამარ ჩიხლაძემ TV ფორმულა დატოვეს appeared first on .

მაი. 2, 2025 - 22:27
 0
თეონა ბაკურიძემ და თამარ ჩიხლაძემ TV ფორმულა დატოვეს

ჟურნალისტებმა, თეონა ბაკურიძემ და თამარ ჩიხლაძემ ტელეარხი ფორმულა დატოვეს.

ჩიხლაძემ მაყურებელთან დამშვიდობებისას თქვა, რომ ჟურნალისტებმა არხის დატოვება პერსონალური მიზეზების გამო გადაწყვიტეს.

“განსაკუთრებული მადლობა მაყურებელს, რომელიც გველოდა ყოველ სამუშაო დღეს 5-დან 7-მდე და გვენდობოდა. გვიჭირს ფორმულასთან გამომშვიდობება, ჩვენს შემთხვევაში პერსონალურმა მიზეზებმა სხვა არჩევანი არ დაგვიტოვა.

ძალიან გვინდა ვთქვათ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ამ პროფესიაში ყოფნის დროს ვიცავდით პრინციპს, რომ “იმედზე” მნიშვნელოვანი “სიმართლეა”. სიმართლე არის ის, რომ ჩვენ ჯერ არ ვართ ბელარუსი, მაგრამ განსაკუთრებული სიჩქარით სწორედ ბელარუსისკენ მივემართებით”. – თქვა ჩიხლაძემ

The post თეონა ბაკურიძემ და თამარ ჩიხლაძემ TV ფორმულა დატოვეს appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow